ზოდიაქოს ამ 6 ნიშანს 2018 წელს ზღაპრულად გაუმართლებთ: რა უნდა გავაკეთოთ რომ ბედი არ დავაფრთხოთ

ზოდიაქოს ამ 6 ნიშანს 2018 წელს ზღაპრულად გაუმართლებთ: რა უნდა გავაკეთოთ რომ ბედი არ დავაფრთხოთ
ეჭვგარეშეა, თითოეული ჩვენგანი იმედოვნებს რომ ახალი წელი ახალ წარმატებას, ახალ ბედნიერებას, ახალ ინტერესებს და დასამახსოვრებელ მოვლენებს მოუტანს. ვის არ სურს იყოს ბედნიერი? ასტროლოგიის მიხედვით, შეგვიძლია გავარკვიოთ ყველაზე მეტად ვის გაუმართლებს, ვინ იქნება ყველაზე იღბლიანი კონკრეტულ პერიოდში, და ვის აუვლის გვერდს იღბალი ამ დროს. თუ თქვენს ნიშანს ამ სიაში ვერ იპოვით, არ დამწუხრდეთ. თქვენ უბრალოდ ამ ბედნიერებისგან განსხვავებით წარმატებას ცოტათი რთულად მიაღწევთ. 

წელს ყველაზე წარმატებულ და იღბლიანებად შეგვიძლია მშვილდოსანი და მორიელი მივიჩნიოთ, თუ ისინი დაიბადნენ ნებისმიერი წლის 9 ნოემბრიდან 4 დეკემბრის პერიოდში. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებს იღბალი ესტუმრებათ, მაგრამ მათ უფრო ნაკლებად გაუმართლებათ და არა ყველა სფეროში. კირჩხიბები, მაგალითად, სამსახურში წარმატებას მიაღწევენ, აი პირად ცხოვრებაში კი არც თუ ისე კარგი პერიოდი აქვთ! 

რომელ ნიშნებს გაუმართლებთ 2018 წელს?


მშვილდოსანი: გაუმართლებთ ყველაფერში!


წარმატება და კეთილდღეობა თითქმის ყველა მშვილდოსანს ელოდება, განსაკუთრებით მათ, ვინც 23 ნოემბრიდან 4 დეკემბრის პერიოდშია დაბადებული. იღბალი თქვენს ხელში თავისით მოხვდება, ვითარება წარმატებულად დალაგდება, თითქოსდა მთავარანგელოზი თქვენს ბედს ხელმძღვანელობს და სირთულეებისგან გიცავთ.

წინა რამდენიმე წელი თქვენთვის რთული იყო, შესაძლოა, სირთულის, შეზღუდვის, უუნარობის გააკეთო ის, რაც გსურს გადატანა მოგიწიათ.

მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს: ვიღაცას ბავშვი გაუჩნდა, ამიტომ საკუთარი თავისა და პირადი მიზნებისთვის დრო აღარ ჰქონდა, ვიღაცას, შესაძლოა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, ვიღაცას ნორმალური სამსახურის პოვნა არ შეეძლო, ვიღაცას სამოგზაუროდ მატერიალური შესაძლებლობა არ ჰქონდა ან ვერ მიდიოდა ახლო ნათესავის გამო და ა.შ. მიზეზები შეიძლება ბევრი ყოფილა. ყველას თავისი აქვს. 

ნებისმიერ შემთხვევაში იცოდეთ: ახლა ბედი გწყალობთ, პლანეტები თვითრეალიზაციისთვის და 2018 წელს ახალი საინტერესო შემთხვევებისთვის ბევრ შესაძლებლობას გაძლევენ.

რა უნდა გააკეთოთ რომ ბედი არ დააფრთხოთ? თქვენს შემთხვევაში, შეგიძლიათ არ ინერვიულოთ, რომ ბედი რაღაც მიზეზის გამო შეიძლება "შეშინდეს". საქმე იმაშია, რომ თქვენ სწორედ ის ზოდიაქოს ნიშანი ხართ, რომელსაც შეუძლია ახლა ყველაზე თამამი გადაწყვეტილება მიიღოს ყოველგვარი უიღბლობის შიშის გარეშე.

წარსულში, საკმაოდ ბევრი უიღბლობის გადატანა მოგიწიათ, მაგრამ თქვენი თავშეკავებული ოპტიმიზმის წყალობით ახლა შეგიძლიათ დიდად არ ინერვიულოთ, რომ წარმატება კვლავ არ იქნება. გჯეროდეთ რომ ყველაფერი გამოგივათ, გააკეთეთ თქვენი საქმე, დაკავდით იმით, რასაც ჭეშმარიტად ბედნიერება მოაქვს. 



მორიელი: გაგიმართლებთ ყველაზე მთავარში!

თქვენს ცხოვრებაში რაღაც ახალი და დასამახსოვრებელი მოვლენა გამოჩნდება. წარმატებული იქნება ნებისმიერი ყველაზე თამამი და სადღაც ყველაზე მოულოდნელი იდეა. 

მაგრამ მაინც, თქვენ თავად განსაზღვრავთ იმ სფეროს და დონეს, სადაც წარმატება საკმარისი არ იქნება. გახსოვდეთ: ამ თქვენთვის ჯადოსნურ წელს თქვენი ყველაზე სანუკვარი ოცნება ან სურვილი, რომელიც უკვე დიდი ხანია გსურთ მაგრამ ბოლომდე არ გჯეროდათ რომ ახდებოდა, ახდება.

რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი? ოჯახი, სამუშაო, ფული, ახალი შთაბეჭდილებები? ამას თავად გადაწყვეტთ. თუ სამსახურში წარმატება არ გქონდათ, ახლა შეგიძლიათ დაწინაურებას ელოდოთ. თქვენ ახალ სამსახურს შემოგთავაზებენ და ა.შ. ბიზნეს სათანადო შემოსავალი არ მოჰქონდა? ახლა დიდი ალბათობით ახალი მომგებიანი გარიგება გელოდებათ! მარტოსული ხართ და ოჯახის შექმნაზე ოცნებობთ? თქვენ ახალი ნაცნობობა გელოდებათ!

რა გავაკეთოთ რომ ბედი არ დავაფრთხოთ? თქვენთვის მთავარია, არ დაეჭვდეთ და ირწმუნოთ რომ ყველაფერი გამოგივათ! განსაზღვრეთ თქვენთვის ყველაზე სასურველი და იფიქრეთ ამის შესახებ, თითქოს უკვე მომხდარ ფაქტზე. დიდად არ ჩაიციკლოთ, არამედ მიეცით სურვილებს თქვენი ჩარევის გარეშე ასრულდეს. მოგვიანებით, უკან მოიხედეთ, თქვენ გაოცებული გაიაზრებთ რომ ეს სწორედ ისაა, რაც თქვენ გსურდათ!