6 ყველაზე ლამაზი და ვნებიანი ინტიმური სცენა კინოინდუსტრიის ისტორიაში (ფოტოები + ვიდეო)

6 ყველაზე ლამაზი და ვნებიანი ინტიმური სცენა კინოინდუსტრიის ისტორიაში (ფოტოები + ვიდეო)

დაკითხვის სცენა შერონ სტოუნის მონაწილეობით ფილმში ''ძირითადი ინსტიქტი''



1992 წელს ტელეეკრანებზე გამოჩნდა ფილმი ''ძირითადი ინსტიქტი'', რომელიც ნამდვილ ეროტიკულ ჰიტად იქცა. ეს ფილმი მთლიანად დატვირთულია მთავარ დეტექტივ მაიკლ დუგლასსა და ეჭვმიტანილ შერონ სტოუნს შორის არსებული ინტიმური ურთიერთობებით, თუმცა კინოს ისტორიაში ის სულ რაღაც 13 წამიანი მონაკვეთით შევიდა, რომელშიც ქალბატონი სიგარეტით ხელში სხვა დეტექტივების თანდასწრებით ფეხებს აჯვარედინებს. სტოუნის მაგნიტურმა სექსუალურობამა და საცვლების გარეშე საკუთარი სხეულის დემონსტრირებამ მან ჰოლივუდის სექს-სიმბოლოს ტიტული მოუტანა 90_იან წლებში.



ანჯელინა ჯოლისა და ბრედ ბიტის ჩხუბი ფილმში ''მისტერ და მისის სმიტები''



სახალისო სიუჟეტი, რომელშიც ცოლ-ქმარი ერთმანეთს ავტომატებისა და ბომბების მეშვეობით ებრძვის, ნამდვილ ჰიტად იქცა. სწორედ ამ ფილმა ჩაუყარა საფუძველი ჰოლივუდის მთავარი წყვილის რომანს. ეს სცენა დღემდე ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და ვნებიან ეროტიკულ სცენადაა აღიარებული კინოკრიტიკოსების მიერ.



ნიკოლ კიდმანისა და ტომ კრუზის სექსი ფილმში '' ფართოდ დახუჭული თვალებით''



ფილმში ''ფართოდ დახუჭული თვალები'' ნიკოლ კიდმანი და ტომ კრუზი არ თამაშობდნენ - მათ უბრალოდ გადმოიტანეს მრავალწლიანი ქორწინების ვნება და დაღლილობა რეალური ცხოვრებიდან ეკრანზე. სწორედ ამ ფილმში მონაწილეობის შემდეგ დაინგრა ჰოლივუდის ამ წყვილის ურთიერთობა, თუმცა მიუხედავად ამისა მათ იმდენად ბუნებრივად შეძლეს ვნებისა და ლტოლვის განსახიერება ამ ფილმში, რომ სცენამ, რომელშიც ისინი სექსით არიან დაკავებულნი, ერთ-ერთი საუკეთესო ეროტიკული სცენის ტიტული მოიპოვა.