ლეონარდო დი კაპრიოს 11 ფილმი, რომელთა გამოც, მას ნამდვილად ეკუთვნის ოსკარი

ლეონარდო დი კაპრიოს 11 ფილმი, რომელთა გამოც, მას ნამდვილად ეკუთვნის ოსკარი
ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და გამორჩეული ჰოლივუდის მსახიობი ლეონარდო დი კაპრიო, 40 წლის იუბილეს შეხვდა ოსკარის გარეშე. Fpaparazzi გთავაზობთ თერთმემტი ფილმის ჩამონათვალს, რის გამოც, მას ეკუთვნის ოსკარი.

მაშ ასე დავიწყოთ:


1. "ალბერტ გრეიპი". (1993 წ.)

ლეონარდო დი კაპრიოს 11 ფილმი, რომელთა გამოც, მას ნამდვილად ეკუთვნის ოსკარი

დი კაპრიოს პირველი სერიოზული ნაშრომი გახლავთ სწორედ ეს ფილმი, რომლის დამსახურებითაც ის პირველად წარსდგა ოსკარის ნომინაციაზე, როგორც როლის საუკეთესო შემსრულებელი. მან ამ ფილმში ითამაშა 19 წლის ასაკში, მეგობარ ჯონი დეპტან ერთად. ახალგაზრდა ლეომ მიიღო უდიდესი სამსახიობო გამოცდილება და სწორედ ეს ფილმი დაეხმარა მას ჰოლივუდის მწვერვალების დაპყრობაში. მან შესანიშნავად განასახიერა 18 წლის არნი, რომელიც ექიმების თქმით, შეიძლებოდა ნებისმიერ დროს გარდაცვლილიყო, თუმცა მან სამწუხაროდ ოსკარი ვერ მიიღო.

2. "რომეო + ჯულიეტა". (1996 წ.)



შექსპირის პიესის საუკეთესო ინტერპრეტაციამ, ულამაზესი წყვილის, დი კაპრიოს და კლერ დეინსის შესრულებით, გულგრილი არავინ დატოვა, თუმცა სამწუხაროდ ლეონარდოს ვერც ამ ფილმმა მოუტანა ოსკარი.

3. "ტიტანიკი". (1997 წ.)




უდიდესი კინო რეჟისორის, ჯეიმსონ კამერუნის მიერ გადაღებულმა "ტიტანიკმა" მოხსნა ყველა დროის რეკორდი თავისი შემოსავლით, ბიუჯეტით. ამ ფილმა ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე ნაშრომის ტიტული 12 წელი შეინარჩუნა, სანამ მისი რეკორდი არ მოხსნა იმავე რეჟისორის მიერ გადაღებულმა "ავატარმა". ფილმი 14 ჯერ იყო წარდგენილი ოსკარის ნომინაციაზე, როგორც წლის საუკეთესო ფილმი და აქედან 11 ოსკარი აიღო, თუმცა რაც შეეხება ლეოს, როგორ საუკეთესოდ როლის შემსრულებელმა მამაკაცმა, ოსკარი კვლავაც ვერ აიღო.

4. "დამიჭირე თუ შეგიძლია". (2002 წ.)



2002 წელის ლეონარდოსათვის ნამდვილად წარმატებული აღმოჩნდა. მან მიიღო მთავარი როლი ბევრ ფილმში. სტივენ სპილბერგის კრიმინალურ კომედიაში მთავარი როლის შესრუელბის გამო, დი კაპრიომ მიიღო ოქროს გლობუსი, თუმცა ის კვლავ ოსგარის გარეშე დარჩა.

5. "ნიუ-იორკის ბანდები". (2002 წ.)



ფილმი ნამდვილად წარმატებული და მაღალ ბიუჯეტიანი გამოდგა, რომელმაც მოიპოვა პოპულარობა მაყურებელში, თუმცა ლეონარდო ოსკარის ნომინაციაზე არც კი დასახელებულა.

6. "ავიატორი". (2004 წ.)



ლეონარდოს სამსახიობო ნიჭით აღფრთოვანებული თაყვანისმცემლები მას ტაშითა და ოვაციებით ეგებებოდნენ. ოსკარის ნომინაციაზე დასახელებული, როგორც საუკეთესო მამაკაცის როლის შემსრლებელი ლეონარდო, კვლავ ხელცარიელი დარჩა.

7. "განდგომილები:. (2006 წ.)



მარტინ სკორსეზეს ფილმა, როგორც იქნა მოუტანა სანატრელი ოსკარი რეჟისორს, მაგრამ არა დი კაპრიოს. ეს ნაშრომი დასახელდა წლის საუკეთესო ფილმად, თუმცა მთავარ როლში მონაწილე ლეონარდო, კვლავ ქანდაკების გარეშე დარჩა.

8. "სისხლიანი ბრილიანტი". (2006 წ.)



ფილმი გახლავთ ახალგაზრდა კონტრაბანდისტის, დენი არჩერის შესახებ, რომელიც სამოქალაქო ომის დროს ეძებს ბრილიანტებს. მთავარი როლში გადაღებული დი კაპრიო წარდგენილი იქნა ოქროს გლობუსისა და ოსკარის ნომინაციაზე, თუმა ამ შემთხვევაში იგი ორივე ქანდაკების გარეშე დარჩა.

9. "რევოლუციური გზა". (2008 წ.)



ტიტანიკის თაყვანისმცემლები ამბობდნენ: "როგორც იქნა, ლეონარდო დი კაპრიო და კეიტ უინსლეტი კვლავ გამოჩნდნენ ერთად ტელეეკრანებზე". ამ შემთხვევაში, ისინი თამაშობდნენ ცოლ-ქმრის როლს, რომლებიც განიცდიდნენ ოჯახურ კრიზისს. რიჩარდ იეიტსას რომანის ეკრანიზაციამ დიდი პოპულარობა ჰპოვა, თუმცა ლეომ სანატრელი ოსკარი ვერც ამ შემთხვევაში მიიღო.

10. "დასაწყისი". (2010 წ.)



კრისტოფერ ნოლანის შთამბეჭდავი, გენიალური ფილმი წარდგენილი იყო ოსკარის 8 ნომინაციაზე და მოიპოვა 4 ოქროს ქანდაკება. ლეო, როგორც მთავარი როლის შემსრულებული ამ შემთხვევაშიც ოსკარის გარეშე დარჩა.

11. "უოლ სტრიტელი მგელი". (2013 წ.)



დი კაპრიო დარწმუნებული იყო, რომ ეს ფილმი მას აუცილებლად მოუტანდა ოსკარს, მამაკაცის საუკეთესო როლი შესრულებისათვის. მარტინ სკორსეზეს ეს ფილმი დასახელებული იქნა 2013 წლის საუკეთესო ნაშრომად.
ფილმი გადაღებულია ჯორდან ბელფორტის, ყოფილი ნიუ-იორკელი ბრიკერის შესახებ. ლეომ ამ როლის შესრულების გამო მიიღო ოქროს გლობუსი, თუმცა ის კვლავ ოსკკარის გარეშე დარჩა.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს გენიალური მსახიობი, ოდესღაც მოიპოვებს ოსკარს.