როგორ დავამარცხოთ კანის პიგმენტაცია - რჩევები დერმატოლოგებისგან.

როგორ დავამარცხოთ კანის პიგმენტაცია - რჩევები დერმატოლოგებისგან.
  • ხილის წვენი
    გრეიფრუტის, კივის, ფორთოხლის ან მარწყვის წვენით სახის კანის რეგულარული წმენდა არაჩვეულებრივი გამოსავალია ლაქების შესამცირებლად. С ვიტამინს, რომელიც ჭარბადაა ჩამოთვლილი ხილის სახეობებში, მოჰყავს კანი ტონუსში, აგლუვებს მას და ნაკლებად შესამჩნევს ხდის ლაქებს. რეგულარული გამოყენებიდან მინიმალურ დროში საოცარი შედეგები თვალსაჩინო იქნება.



  • საფუვრის ნიღაბი
    საფუვრის შეფუთვის მეოთხედი, 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი და 1 სუფრის კოვზი რძე შუერიეთ ერთმანეთში. თქვენ უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი კონსისტენცია, რომელიც არაჩვეულებრივია ლაქების წინააღმდეგ საბრძოლველად. მიღებული ნარევი კარგად შეიზილეთ კანის პრობლემურ მონაკვეთებზე, გაიჩერეთ 20 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, ეს საშუალება სწორედ თქვენთვისაა.

  • გულყვითელას ნიღაბი
    გულყვითელას ფოთლებისგან და ყვავილებისგან მომაზადეთ ფაფისებრი მასა ბლენდერის გამოყენებით. წაისვით ის კანის პრობლემურ მონაკვეთებზე და დაიტოვეთ სამოქმედოდ 30 წუთით. ეს მცენარე არაჩვეულებრივად აღადგენს კანის უჯრედებს და ათანაბრებს მის ტონს.

პიგმენტაციისთვის თავის ასარიდებლად თქვენ რეგულარულად აუცილებლად უნდა გამოიყენოთ მზისგან დამცავი სპეციალური კრემები და ადევნოთ თვალი ჰორმონალურ ფონს. მისი დარღვევა პიგმენტაციის გამომწვევი ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!