როგორ დავამარცხოთ კანის პიგმენტაცია - რჩევები დერმატოლოგებისგან.

როგორ დავამარცხოთ კანის პიგმენტაცია - რჩევები დერმატოლოგებისგან.
კანის პიგმენტი მელანინი ხანდახან ძალიან დიდ პრობლემებს გვიქმნის. მაშინ, როდესაც ადამიანის არც თუ ისე მცირე ნაწილი მშვიდად ცხოვრობს და მისი არსებობის შესახებ წარმოდგენაც არ აქვს, მეორე ნაწილს ხშირად ექმნება სახის კანთან დაკავშირებული პრობლემები. ასაკობრივი ცვლილებები, ჰორმონალური დარღვევები, ხანგრძლივი დროით მზეზე ყოფნა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული პრობლემები, გენეტიკური მიდრეკილება - კანის პიგმენტაციის განმაპირობებელი ძირითადი ფაქტორები.

რა თქმა უნდა, არსებობს მრავალ კოსმეტიკური საშუალება კანის პიგმენტაციის წინააღმდეგ საბრძოლველად. ზოგიერთი ასეთი საშუალება მართლაც რომ ძალიან ეფექტურია, თუმცა ისინი საკმაოდ ძვირად ფასობს. რაც შეეხება ხელმისაწვდომ პროდუქციას, მათი უმრავლესობა ეფექტურობით არ გამოირჩევა და სასურველ შედეგს ყოველთვის არ გვაძლევს. სოწრედ ამიტომ, სანამ კოსმეტიკურ მაღაზიაში სოლიდური თანხის დახარჯვას გადაწყვეტთ, გირჩევთ გამოცადოთ საკუთარ თავზე მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტებისგან შემდგარი საშუალება, რომლის ეფექტურობაც დროითაა დამტკიცებული.

როგორ მოვიშოროთ ლაქები სახის კანიდან?

  • ოხრახუშის ნიღაბი
    ოხრახუშის ფოთლებისგან მოამზადეთ ფაფისებრი მასა ბლენდერის ან ხორცსაკების გამოყენებით. წაისვით ის კანის პრობლემურ მონაკვეთებზე და დაიტოვეთ სამოქმედოდ დაახლოებით 30 წუთით. კანის ჩამობანვის შემდეგ აუცილებელია დამატენიანებელი კრემის წასმა. ოხრახუში ეფექტურად ათეთრებს კანს და ანიჭებს მას სიგლუვეს.

  • ოხრახუშისა და კარაქის ნიღაბი
    მოცემული საშუალება იდეალურია სახის მშრალი კანსითვის. მოამზადეთ ფაფისებრი მასა ოხრახუშისგან და ჩაამატეთ მასში მცირეოდენი კარაი ან არაჟანი და წაისვით ის სახის კანზე. დაიტოვეთ ეს საშუალება სამოქმედოდ 30 წუთით, ხოლო შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით.

    როგორ დავამარცხოთ კანის პიგმენტაცია - რჩევები დერმატოლოგებისგან.

  • ლიმონის ცედრის ნახარში
    ხარშეთ დაბალ ცეცხლზე ერთი ლიმონის ცედრა 30 წუთის განმავლობაში. თქვენ მიიღებთ არაჩვეულებრივ მატონიზირებელ საშუალებას, რომელიც რეგულარული გამოყენებიდან ხანმოკლე დროში ლაქებს ნაკლებად შესამჩნევს გახდის. მიღებული ნახარშით დაიმუშავეთ სახის კანი დღეში 3-ჯერ.

  • ნიღაბი ლიმონითა და სახამებლით
    ნახევარი სუფრის კოვზი კარტოფილის სახამებელი შეურიეთ ერთი ლიმონის ახლადგამოწურულ წვენში. მიღებული ფაფისებრი მასა ნელი მოძრაობებით შეიზილეთ კანის პრობლემურ მონაკვეთებზე და დაიტოვეთ სამოქმედოდ დაახლოებით 30 წუთით. თქვენ მსუბუქ წვას იგრძნობთ, რაც სავსებით ნორმალურია. თუ ზედმეტად მგრძნობიარე კანი გაქვთ, მოერიდეთ ამ საშუალების გამოყენებას.