ზოდიაქოს ამ 6 ნიშანს 2018 წელს ზღაპრულად გაუმართლებთ: რა უნდა გავაკეთოთ რომ ბედი არ დავაფრთხოთ

ყველაზე იღბლიანი ნიშნები 2018 წელს
ვერძი: გაუმართლებთ მოგზაურობაში!
მიუხედავად იმისა, რომ ისე ჯადოსნურად არ გაგიმართლებთ, როგორც ზემოთ ნახსენებ ორ ნიშანს, მაინც შეგიძლიათ თქვენს ცხოვრებაში სასიამოვნო მოვლენებს ელოდოთ. განსაკუთრებით 2018 წლის შემოდგომაზე.
წელს ეჭვი არ უნდა შეგეპაროთ: ყველა თქვენი მოგზაურობა და ხანგრძლივი გადაადგილება ყველაზე წარმატებული იქნება ბოლო 4-5 წლის განმავლობაში! შესაძლოა, წარმატებული ბილეთი ამოიღოთ, თქვენ იპოვით მოგზაურობას დიდი ფასდაკლებით, ან ვიღაც საოცნებო მოგზაურობას გაჩუქებთ.
ახალი მოგზაურობა დიდ ცხოვრებისეულ გამოცდილებას მოგიტანთ, თქვენს ცხოვრებაში ახალ გრანდიოზულ ცოდნას და შთაბეჭდილებას. ეს არაა თქვენთვის მნიშვნელოვანი? რადგან თქვენ ერთ-ერთ იმ სამ ზოდიაქოს ნიშანს შორის ხართ, ვისთვისაც რთულია გარშემო მომხდარი ცვლილებები არ შეამჩნიოს, არ შეცვალოს გარემო, წინ არ იაროს. წელს კარგი შანსი გექნებათ მოხვდეთ იქ, სადაც ჯერ კიდევ არ ყოფილხართ!
რა უნდა გავაკეთოთ რომ ბედი არ დავაფრთხოთ? თუ დიდი ხანია რომელიმე შორეულ ქვეყანაში მოგზაურობა გსურთ, თქვენ ამის შანსი გექნებათ! პირველ რიგში, თქვენ თანამეგზური უნდა იპოვოთ და მუდმივად ამოწმოთ შემოთავაზებები. ერთ მშვენიერ დღეს თქვენ იპოვოთ ნამდვილად საჭიროს. და კიდევ: თავში გეგმა აუცილებლად უნდა გქონდეთ, რომელიც მიზანთან დაგაახლოებთ.
თუ ჯერ კიდევ არ იცით, რომელ ქვეყანაში გსურთ წასვლა, წარმოიდგინეთ სულ მცირე ის, რასაც თქვენ გააკეთებთ, როგორი პეიზაჟის ნახვა გსურთ, რას წამოიღებთ სახლში, როგორი შთაბეჭდილების მიღებაზე ოცნებობ. თუ სანაპირო დასვენების თაყვანისმცემელი ხართ - წარმოიდგინეთ კაშკაშა ლამაზი სანაპირო თეთრი ქვიშით და გამჭირვალე ზღვით. თუ ისტორია გიყვართ - თავში დააკავეთ სურათი საინტერესო ისტორიული შენობების და შემთხვევების და ა.შ.
ვის გაუმართლებს წელს ყველაზე მეტად?
ლომი: გაუმართლებს სიყვარულსა და შემოქმედებაში!
წელს ლომებსა სიყვარულსა და პირად ცხოვრებაში გამართლების იმედი უნდა ჰქონდეთ. შესაძლოა, ვიღაცის ოჯახს ახალი წევრი შემოემატოს, ვიღაც სერიოზულ ნაბიჯს გადადგამს და ა.შ. ასევე ეს პერიოდია, როცა შეგიძლიათ საცხოვრებელი ადგილის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოთ.
თუ უკვე დიდი ხანია უფრო ფართო საცხოვრებელ პირობებში ცხოვრებაზე ოცნებობთ, წელს შესაძლებლობა გექნებათ ამ სურვილს მიუახლოვდეთ. თქვენ შეიძლება ახალ სახლში გადახვიდეთ, საზაფხულო კოტეჯი შეიძინოთ ან შეყვარებულთან საცხოვრებლად გადახვიდეთ!
ეს წელი შემოქმედებით წარმატების წყალობით დასამახსოვრებელი იქნება, განსაკუთრებით ბოლო სამი თვე. თუ დიდი ხანია რაღაც განსაკუთრებული შემოქმედებითი იდეა გაქვთ, ახლა საუკეთესო დროა მისი რეალიზაციისთვის.
შესაძლოა, წელს ახალი ჰობი ან საყვარელი საქმე იპოვოთ, გასცდეთ საზღვრებს, გაიგოთ ბევრი საინტერესო და ჭეშმარიტად შეიტყოთ ნამდვილი შემოქმედებითი ფიქრის შესახებ.
რა უნდა გავაკეთოთ ბედი რომ არ დავაფრთხოთ? მთავარია ახლა ოცნებაზე უარი არ თქვათ და მიზნისკენ სვლა გააგრძელოთ! ბედი თქვენს მხარეს იქნება, თუ საკუთარ პრინციპებს არ უღალატებთ და თქვენი ნებისყოფის დემონსტრირებას მოახდენთ. არ შეგეშინდეთ ყველაზე თამამი და არარეალური იდეებისაც კი: მათ განხორციელების ყველა შანსი აქვთ.