ჩემი ცოლი შხაპს აღარ ღებულობს. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მაცხოვრებლებს წყლის მოხმარება დღეში 50 ლიტრამდე შეუზღუდეს

ჩემი ცოლი შხაპს აღარ ღებულობს. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მაცხოვრებლებს წყლის მოხმარება დღეში 50 ლიტრამდე შეუზღუდეს
ცნობილი გამოცემის ჟურნალისტმა ეკონომიის პოზიტიური მხარეც დაინახა: ახლა წყლის მოხმარების ანგარიში 20$-იდან 2-მდე ჩამოვიდა. გარდა ამისა, გონიერმა მოსახლეობამ პლასტმასის კონტეინერები დააყენეს, სადაც წვიმის წყალს აგროვებენ. 



"სიტუაცია თუ არ გაუმჯობესდა ჭურჭლის გარეცხვაზე უარის თქმა მოგვიწევს, საჭმლისთვის კი ერთჯერადი თეფშების გამოყენება მოგვიწევს" - ამბობს ერთ-ერთი მაცხოვრებელი ქალაქის მდგომარეობის შესახებ. 





სანამ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მთელი ძალით ცდილობს წყლის რესურსის ამოწურვის დღე გადაავადონ, მდიდარი მაცხოვრებელი ყოველგვარი სინდისის გარეშე რეცხავენ ტროტუარს სახლის წინ და მანქანებს. ასევე მდიდრები 5 ლიტრიან მინერალურ წყლებს ყიდულობენ და ვერ გრძნობენ შეზღუდვას. 



ახლა ადგილობრივებს მხოლოდ წვიმის მოსვლის იმედი აქვთ. გვალვის გამო მეღვინეობის ბიზნესი ჩავარდა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა კი ღვინის ექსპორტით მე-8 ადგილზეა. ძალიან მალე თუ გვალვა კიდევ ერთი წელი გაგრძელდა წყალს მხოლოდ საავადმყოფოებს მიაწოდებენ.

არა მხოლოდ ადამიანებს უწევთ არა საკმარისი წყლის გამოცდა, ათასობით ცხოველი შეიძლება დაიღუპოს.