ზონირების 10 ხერხი, რაც სივრცის სტილურად და პრაქტიკულად გამიჯვნის საშუალებას იძლევა

ზონირების 10 ხერხი, რაც სივრცის სტილურად და პრაქტიკულად გამიჯვნის საშუალებას იძლევა
6. ოთახის მცენარეები



ეს იდეა იმათ გემოვნებას მოერგება, ვისაც უყვარს ოთახის მცენარეები, ეკოსტილის მოყვარულებიც არ დარჩებიან გულგრილი. ასეთი ცოცხალი ტიხრის შესაქმნელად გამოდგებიან დასაკიდებელი კაშპოები - მსუბუქი ფანერის სადგმელები ყვავილების ქოთნების სპეციალური დამჭერებით. ასეთი ვარიანტი ეხმიანება eco-friendly სტილს და ისეთ სახლებს, სადაც არ ბინადრობენ ბავშვები და ცხოველები.



7. სტელაჟები


სტელაჟი - ინტერიერის ფუნქციონალური საგანია, რომელიც არ ტვირთავს სივრცეს და ასრულებს შენახვის ცალკე სისტემის ფუნქციას. მისი დახმარებით შეიძლება გაიმიჯნოს საძინებელი ზონა, დაიმალოს საწოლი, შეიქმნას მყუდრო სამუშაო კუთხე.



8. ზონირება შტორების დახმარებით



ეს ზონირების ყველაზე პოპულარული და გავრცელებული ვარიანტია მცირე ერთოთახიან სივრცეში. შტორის დახმარებით სწრაფად და ადვილად შეიძლება საძინებელის გამიჯვნა დანარჩენი სივრცისგან. ასეთი წესის გამოყენებისას აირჩიეთ არამჭიდრო ტექსტილისგან დამზადებული შტორები, რათა ინტერიერს სიმსუბუქის იერი მიეცეს.



9. მოძრავი ტიხრები


დღეს მრავალი დიზაინერი ინტერიერების გაფორმებისას იყენებენ მოძრავ ვერტიკალურ ტიხრებს. ისინი ჯალუზის პრინციპით მოქმედებენ, შეუძლიათ გადაიქცნენ მყარ ტილოდ, რომლის იქით არაფერი ჩანს და პირიქით, შექმნან ღრიჭეები, რომელთა წყალობით სივრცის მთლიანობა არ ირღვევა. ხშირად ასეთი ტიხრები აღიჭურვება მანათობლებით, რიტაც ინტერიერი სტილურ და საინტერესო ელემენტს იძენს.



10. ალტერნატიული ვარიანტები


დღეს გაგაცანით სტუდია-ბინაში ან ერთოთახიანში გამოსაყენებელი იდეების მხოლოდ ნაწილი. ბევრი მათგანი პოპულარობით სარგებლობს, მათ დიზაინერები და მცირეგაბარიტულთა პატრონები იყენებენ. ისეთებიც არიან, რომლებიც ინტერიერს განუმეორებელსა და ორიგინალურს გახდის. მაგალითად, თოკების ტიხრები კარგად გამოჩნდებიან საზღვაო ან ლოფტიურ ინტერიერებში.