სამზარეულოს იდეები, რომლებიც ამტკიცებენ რომ პატარა ფართი სტილისთვის პრობლემას არ წარმოადგენს (17 იდეა)

სამზარეულოს იდეები, რომლებიც ამტკიცებენ რომ პატარა ფართი სტილისთვის პრობლემას არ წარმოადგენს (17 იდეა)
ყველამ, ვინც "ხრუშოვკებში" ცხოვრობს, იცის თუ რას ნიშნავს პატარა სამზარეულო. თუმცა ყველას სურს მყუდრო და ფუნქციური სამზარეულო. სამზარეულოს გაფორმების ეს 17 აქტუალური იდეა დაგიმტკიცებთ რომ პატარა ფართი სტილისთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს. 


1. ვინტაჟური ექსპერიმენტი

პატარა სამზარეულოს ექსტრა ორდინალური ინტერიერი კედლებზე გოფრირებული დაფის ფურცლებით და სხვადასხვა ფერის კარადებით ორი განსხვავებული ორიგინალური დიზაინის თამამი შერწყმის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს. 


2. ცისფერი სიგრილე

ნეიტრალურ ფერებში გაფორმებული გასაოცარი ნათელი სამზარეულო, რომელიც ოთახის საზღვრებს ვიზუალურად აფართოებს. ნაზი ლურჯი კომპლექტი ოთახში სიხარულისა და სიცივის განცდას ქმნის. 


3. აქცენტი კედელზე

ნათელი სამზარეულო ერთ მხარეს აგურის კედლის იმიტაციით. კლასიკური სამზარეულოს კომპლექტი თანამედროვე მრგვალი მაგიდითა და კონტრასტული შავი ფერის სკამებით. 


4. ხავერდოვანი ქლიავი

პატარა სამზარეულოს მყუდრო ინტერიერი ნათელი ფერის კედლებით, რომლის მთავარ ეშხს ორიგინალური გარნიტურა სახელწოდებით "ხარვედოვანი ქლიავი" წარმოადგენს.


5. ბრჭყვიალა ლითონი

ქათქათა სამზარეულო თანამედროვე სამზარეულოს კომპლექტით, ჩაშენებული ტექნიკითა და აქცენტით კედელზე, რომელზეც სარკიანი ფილები არის გაკეთებული. ასეთი სტილი სისუფთავისა და თანამედროვე დიზაინის მოყვარულებისთვის საუკეთესო გამოსავალია. 


6. მდიდრული დეკორაცია

მყუდრო პატარა სამზარეულო ხის კედლებით და იატაკით, შერწყმული თანამედროვე ჩაშენებული ტექნიკით, ტრადიციული სასადილო მაგიდითა და თეთრი სკამებით. ასეთი სამზარეულო ყველა ფუნქციური კლასიკის მოყვარულებს მოეწონება. 


7. სკანდინავიური სტილი

სკანდინავიური სამზარეულო ქათქათა თეთრი კედლებით, უბრალო ავეჯი ხის დეტალებით და ნათელი ფერის ფარდებით.


8. სიმარტივე

სტანდარტული სამზარეულო თეთრი კედლებით, იგივე ფერის კლასიკური ავეჯით და კონტრასტული ფონით გამოყოფილი სასადილო ზონა. ორიგინალური ხის მაგიდა და სკამები - რეალური ვარიანტია, რომლის განხორციელებას თქვენს ბინაშიც შეძლებთ. 


9. კონტრასტული

პატარა სამზარეულო დახვეწილი ინტერიერით, ძირითადად ნეიტრალურ ფერებში გადაწყვეტილი. სასადილო ზონაში მყუდრო დივნით, მეწამული ფერის კედლით, იასამნისფერი სადგამით და ყვითელი სკამებით. 


10. ფერწერა

ერთ-ერთი კედლის ორიგინალური დიზაინი გაჭრილი გრეიფრუტის ფორმით.