თოვლის ბაბუას ისტორია: როდესაც ის საშინელი მონსტრი იყო და აი, რისთვის აკეთებდნენ მას ძველ დროში

თოვლის კაცები რუსეთში - სექსუალური დიფერენციაცია!
"ჩვენ არ ვჭამდით, ჩვენ არ ვსვამდით, თოვლის ბებოს ვაკეთებდით" - წერდა ცნობილი საბავშვო პოეტი აგნია ბარტო. დიახ, სწორედ ბებოს. რუსეთში, ევროპისგან განსხვავებით, ყველა თოვლის ქანდაკებას თავისი სქესი ჰქონდა. ჯერ კიდევ ძველი დროიდან რუსეთში თოვლის კაცებს აკეთებდნენ და სანუკვარ სურვილებს ანდობდნენ: სიმდიდრე, ავადმყოფობის მოშორება, დაქორწინება... აი ზამთარში კარგი ამინდისთვის თოვლის ბებოს მიმართავდნენ, რადგან მიიჩნევდნენ რომ მისი სული უფრო სუფთა იყო.
რუსეთში ყველა თოვლის ქანდაკებას პატივს სცემდნენ. მათ გამოიგონეს სიტყვა "სნეგურაჩკა".

როგორც მორთავთ თოვლის ბაბუას, ისეთი ახალი წელი გექნება
რუსეთში თოვლის მოსვლისთანავე სამ თოვლის ადამიანს აკეთებდნენ. პირველი დიდი ბებო კარგი ზამთრისთვის, საშუალო - მოსავლიანობისთვის, და პატარა სიხარულისა და ბედნიერებისთვის.
ევროპაში თოვლის ბაბუას სახლის მახლობლად აკეთებდნენ. თოვლის ბაბუას ლამაზად რთავდნენ, აცვამდნენ. ახლა ცოტას თუ სჯერა, რომ თოვლის ბაბუა ადამიანის იღბალსა და ამინდზე მოქმედებს. მას აკეთებენ გასართობად, დროის მხიარულად გასატარებლად. თუმცა აუცილებელი აქსესუარები მაინც შემორჩა. რას ნიშნავდნენ ისინი ადრე?

ქუდის ნაცვლად ვედროს გამოყენება ფინანსურ კეთილდღეობას ნიშნავდა. ცოცხი თოვლის ბაბუას ხელში სიცივის აშინებდა. თვალები ნახშირისგან - რომ ყველა წყენა და უკმაყოფილება ძველ წელში დარჩეს. სტაფილოს ცხვირი, რა თქმა უნდა, კარგ მოსავალს იუწყებოდა. მძივები ნივრისგან დემონებს აშინებდა და ოჯახის წევრების ჯანმრთელობას აძლიერებდა.
თოვლის ბაბუებით გატაცება
ბევრი საბავშვო მწერალი თოვლის ბაბუას შესახებ სიამოვნებით წერდა. საყვარელი ზღაპარი "Der Wunsh des braunen Schneemannes" (ყავისფერი თოვლის ბაბუას ოცნება) დაწერა გერმანელმა მწერალმა მენდი ფოგელემ. ქრისტიან ანდერსენმა თოვლის ბაბუას ცხოვრების და ბედის შესახებ ზღაპარში "თოვლის ბაბუა" დაწერა.

თოვლის ბაბუას მიღწევები

თანამედროვე სამყაროში თოვლის ბაბუა - ეს არა მხოლოდ ზამთრის სიმბოლოა. ეს რეკორდის დამყარების საშუალებაცაა. მაგალითად, პოპულარული შეჯიბრება თოვლის ბაბუას გაკეთების შესახებ. ყველაზე მაღალი მიღწევა - 37.2 მეტრია. სწორედ ასეთი სიმაღლე დაფიქსირდა ამერიკაში, ქალაქ ბეტელში. თოვლის ბაბუა 6 ტონას იწონიდა.
ევროპა არ ჩამოუვარდება: 16.7 მეტრი სიმაღლის თოვლის ბაბუა ავსტრიაში, კურორტ გალტიურში გააკეთეს.
თოვლის ბაბუები უყვართ, მათ აკეთებენ და მათით თავს იქებენ. 18 იანვარს თოვლის ბაბუას საერთაშორისო დღე აღინიშნება!