აი, როგორ უნდა მოახდინოთ თითოეული ზოდიაქოს ნიშნით მანიპულირება

აი, როგორ უნდა მოახდინოთ თითოეული ზოდიაქოს ნიშნით მანიპულირება
სასწორი

სასწორი აფასებს პარტნიორობას და ვერ იტანს სიმარტოვეს. მისით მანიპულირებისთვის, საკმარისია მიიზიდო კოლექტიურ საქმიანობაში და არ დაუტოვო დრო დასაფიქრებლად. თუ სასწორი შეწინააღმდეგებას ეცდება, დააყარეთ ინფორმაცია და სწრაფად გააკეთებს ყველაფერს.

მორიელი

ეს ნიშანი ყველაზე მთვარი მანიპულატორია. არ ენდობა არავის, ეჭვიანია და კარჩაკეტილი. ძალიან კარგად ესმის ადამიანის სუსტი მხარეები და ხშირად იყენებს სათავისოდ. ამიტომ, თუ მორიელით მანიპულირება გადაწყვიტეთ, ფრთხილად იყავით, რადგან მან შვენივრად იცის, როგორ შეგაჩეროთ. ერთადერთი რამ, რის გამოც მორიელი ყველაფერს გააკეთებს - არის შანტაჟი.

მშვილდოსანი


მშვილდოსანი ვერ იტანს, როცა მის იგნორირებას ახდენენ. ამ ნიშანს რაიმეს გაკეთება რომ აიძულო, უბრალოდ დატოვეთ უყურადღებოდ და ის გააკეთებს იმასაც, რაც ძალიან არ მოსწონს, რათა ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეს.

თხის რქა


თხის რქას კონტროი და ძალაუფლება უყვარს, რთულია აიძულო ის, რაიმე შეასრულოს. შეგიძლიათ მოთაფლოთ კეთილშობილური მიზნებით და გამორჩენებით. მაგრამ მართლაც რომ მოახდინოთ შთაბეჭდილება, ხვეწნა მოგიწევთ.

მერწყული


ექსცენტრიკული მერწყული იმის საპირისპიროს აკეთებს, რასაც სთხოვენ. ვერ იტანს შეზღუდვებს, ამიტომ, როცა ეუბნებიან, რომ ეს არ უნდა გააკეთოს - გააკეთებს! ყველაფერი მარტივადაა. უთხარით, ნუ გააკეთებ - და მორჩა.

თევზები

თევზები ყველაზე კეთილი ნიშანია, რომელიც ალტრუიზმით გამოირჩევა. მისით მანიპულირების საუკეთესო ხერხია - დაანახოთ, რომ მისი დახმარება გჭირდებათ.