აი, როგორ უნდა მოახდინოთ თითოეული ზოდიაქოს ნიშნით მანიპულირება

აი, როგორ უნდა მოახდინოთ თითოეული ზოდიაქოს ნიშნით მანიპულირება
თავიდანვე უნდა გითხრათ - არ ღირს ადამიანებით მანიპულირება, ეს ადრე თუ გვიან უსიამოვნებების მომტანია. არავის სურს, რომ ვინმე მათ მართავდეს, ამიტომ fpaparazzi-რედაქციის მიერ შემოთავაზებული სტატია აღიქვით, როგორც დაცვის ფორმა - მოიცილეთ სისუსტეები, რომლებიც შეიძლება სხვებმა გამოიყენონ, თქვენგან სასურველის მისაღებად.

ვერძი


ვერძს ლიდერული თვისებები ეხმარება საწადელის მიღწევაში. ნებისმიერი გადაუწყვეტელი ამოცანა მისთვის გამოწვევაა. ვერძმა რამე რომ გააკეთოს, საკმარისია უთხრათ, რომ ეს შეუძლებელია. მაგრამ აუცილებლად დასძინეთ, რომ ის ამას ნამდვილად გაუმკლავდება.

კურო


კურო ძალიან ჯიუტია, რომელსაც ვერ აიძულებ, გააკეთოს რაიმე მისი სურვილის წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, თუ კურო შეყვარებულია, საყვარელი ადამიანის გამო მთებს გადააბრუნებს. თუნდაც რაიმე არ მოსწონდეს, თუ ახლობელი სთხოვს, მაინც წავა დათმობაზე.

ტყუპები


ტყუპებს უჭირთ გაერკვიონ უამრავ ვარიანტებს შორის. მათ ცვალებადობასა და ცნობისმოყვარეობას ხშირად მნიშვნელოვანი საქმეებისგან გადააქვს ყურადღება. მანიპულატორისთვის საკმარისია, დააინტერესოს და დაანტრიგოს ტყუპები, რათა სასურველი გააკეთებინოს.

კირჩხიბი


ემოციური კირჩხიბის მანიპულაციის საუკეთესო ხერხი - მის გრძნობებზე თამაშია. სხვისი ცრემლების დანახვისას, ეს ნიშანი ყველაფერს გააკეთებს, რომ მას დაეხმაროს. მაგრამ თუ მიხვდება, რომ მისით მანიპულირებას ცდილობენ, არასოდეს აპატიებს.

ლომი

ლომი იოლად ებმევა შექების მახეში. უთხარით, რომ არასოდეს შეგხვედრიათ ასეთი ნიჭიერი ადამიანი და დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში მოქანდება, რათა სურვილი აგისრულოთ. ეგოიზმი და ქედმაღლობა ხელს უშლის ლომს, გაარჩიოს მანიპულაცია და გულწრფელობა.

ქალწული


ქალწულის ანალიტიკური ტვინი ეხმარება მას, გაარჩიოს ადამიანების ნამდვილი არსი. ამ ნიშნით მანიპულირება ფაქტობრივად შეუძლებელია. ერთადერთი ხერხი, გააკეთებინო რაიმე ქალწულს - უთხრა, რომ მის გარეშე ვერ გაუმკლავდები, რადგან თქვენზე გაცილებით ჭკვიანია.