ყოველთვის მიკვირდა, თუ რატომ აღვივებდა ბებია წიწიბურის მარცვლებს. ამას ვერასდროს ვიფიქრებდი.

ყოველთვის მიკვირდა, თუ რატომ აღვივებდა ბებია წიწიბურის მარცვლებს. ამას ვერასდროს ვიფიქრებდი.
  1. ეს პროდუქტი ანტიოქსიდანტების ძალიან დიდი წყაროა. წიწიბურის მწვანე გაღვივებული მარცვლები გვიძლიერებს იმუნიტეტს და ანელებს დაბერების პროცესს. კვლევებით დამტკიცდა, რომ ბრინჯთან შედარებით, რომელიც ძალზედ სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის, წიწიბურის მარცვლებში 76-ჯერ მეტი ანტიოქსიდანტია.

  2. გაღვივებული წიწიბურა ძალზედ სასარგებლოა ჭარბწონიანობისა და გაცხიმოვნების დროს. ეს პროდუქტი არეგულირებს ორგანიზმში ქოლესტერინის დონეს და შეიცავს დიდი რაოდენობით ცილებსა და ნახშირწყლებს.

  3. წიწიბურის გაღვივებული მარცვლები ორგანული მჟავებით მდიდარი პროდუქტია (ვაშლის მჟავა, მალეინის მჟავა, ლინოლენის მჟავა, ლიმონმჟავა და ა.შ.). ამ შემცველობის წყალობით წიწიბურის გაღვივებული მარცვლები აღადგენს ორგანიზმში მჟავა-ტუტოვან ბალანს და აუმჯობესებს მსხვილი ნაწლავის ფუნქციონირებას, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

  4. წიწიბურის მწვანე გაღვივებული მარცვლები მდიდარია ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟვებით. სწორედ ამიტომ, ეს პროდუქტი თავიდან გვარიდებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს.

  5. E და B ჯგუფის ვიტამინები, რომლებიც აუცილებელია ჩვენი ნერვული სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის, ჰემოგლობინის სინთეზისთვის და ნივთიერებათა ცვლის პროცესებისთვის, ჭარბადაა წიწიბურის გაღვივებულ მარცვლებში.

დაიმახსოვრეთ, რომ გაღვივებული წიწიბურის შენახვა არ არის რეკომენდირებული 2 დღეზე დიდხანს. შეგიძლიათ მიიღოთ ეს სასარგებლო მარცვლები რძის პროდუქტებთან, სალათებთან და სხვადასხვა კერძებთან ერთად.

იზრუნეთ საკუთარ მეგობრებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ეს ღირებული ინფორმაცია.