ეს ბოსტნეული ამარცხებს ჰიპერტონიას, ანთებას და აუმჯობესებს თირკმელების ფუნქციონირებას.
ჭარხალი - ბოსტნეული, რომელსაც წარმოუდგენლად სასარგებლო გავლენა აქვს ადამიანის ორგანიზმზე. ეს ბოსტნეული უკვე მრავალი წელია წარმატებით გამოიყენება ალტერნატიულ მედიცინაში ჯანმრთელობასტან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემების წინააღმდეგ საბრძოლველად.
დღეს ''Fpaparazzi''-ის რედაქცია გთავაზობთ 6 მიზეზს, თუ რატომ უნდა გაამდიდროთ კვების რაციონი ამ პროდუქტით.
ჭარხლის უპირატესობები ჩვენი ორგანიზმისთვის:
ნამდვილად გასაოცარია, თუ რამხელა ძალას ფლობს ეს ნატურალური პროდუქტი, არა? თუ გსურთ თავიდან აირიდოთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უამრავი სერიოზული პრობლემა, აუცილებლად გაამდიდრეთ კვების რაციონი ამ პროდუქტით. არ დაგავიწყდეთ სტატიის გაზიარება მეგობრებისთვის!
დღეს ''Fpaparazzi''-ის რედაქცია გთავაზობთ 6 მიზეზს, თუ რატომ უნდა გაამდიდროთ კვების რაციონი ამ პროდუქტით.
ჭარხლის უპირატესობები ჩვენი ორგანიზმისთვის:
- ამცირებს სისხლის წნევას
ჭარხლის წვენის მიღებიდან მომდევნო 1 საათში რეგულირდება სისხლის წნევა. კვლევების თანახმად, დღეში 100 მილილიტრი ამ ბსოტნეულის წვენის მიღებით შესაძლებელია არტერიული წნევის შემცირება 4-5 ერთეულით. ჭარხალი მდიდარია ბუნებრივი ნიტრატებით, რომლებიც ჩვენს ორგანიზმში აზოტის ოქსიდად გარდაიქმნება. ეს შენაერთები ადუნებს სისხლძარღვების კედლებს, აფართოებს მათ და ამ გზით არეგულირებს სისხლის წნევას. - ამაღლებს ორგანიზმის საერთო ენერგიას
ჭარხლის წვენს ჩვენს ორგანიზმზე მატონიზირებელი გავლენა აქვს. კვლევებით დამტკიცებულია, რომ ამ ბოსტნეულის წვენი ადამიანის შრომისუნარიანობას 16%-ით ამაღლებს. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით სასარგებლო ჭარხლის წვენის მიღება სპორტსმენებისთვისაა. - ანთებითი პროცესების ჩახშობა ორგანიზმში
ჭარხალი ბეტაინის საკმაოდ დიდი წყაროა, რომელიც ფლობს ანთების საწინააღმდეგო თვისებებს. რეგულარულად ამ ბოსტნეულის მიღებით თქვენ შეძლებთ ქრონიკული ანთებითი დაავადებების თავიდან არიდებას. - ჭარხალი ძლიერი ანტიოქსიდანტია
ჭარხალი შეიცავს კიბოს საწინააღმდეგო ფიტონუტრიენტებს. ცხოველებზე ჩატარებული კვლევების შედეგად დამტკიცდა, რომ ჭარხლის წვენი აფერხებს სიმსივნური წამონაზარდის ზრდას და ხელს უშლის მეტასტაზების გავრცელებას. - მინერალებისა და ვიტამინების დიდი წყარო
ჭარხალი C ვიტამინით, უჯრედისითა და მინერალებით მდიდარი პროდუქტია. ეს ბოსტნეული შეიცავს დიდი რაოდენობით მანგანუმს და კალიუმს. მანგანუმი აუცილებელი მინერალია ჩვენი კუჭქვეშა ჯირკვლის, თირკმელებისა და ღვიძლის გამართული ფნუქცინირებისთვის. რაც შეეხება კალიუმს, ეს ელემენტი ძალიან მნიშვნელოვანია ნერვული და კუნთოვანი სისტემის ჯანმრთელობისთვის. - ჭარხალი წმენდს ორგანიზმს
პირველ რიგში, აცუილებლად უნდა ითქვას, რომ ჭარხლის წვენი აუმჯობესებს თირკმელების ფუნქციონირებას. თუ თქვენ საკუთარ კვების რაციონს ამ პროდუქტით გაამდიდრებთ, შეძლებთ ორგანიზმიდან დიდი რაოდენობით ტოქსინებისა და წიდების გამოდევნას.
ნამდვილად გასაოცარია, თუ რამხელა ძალას ფლობს ეს ნატურალური პროდუქტი, არა? თუ გსურთ თავიდან აირიდოთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უამრავი სერიოზული პრობლემა, აუცილებლად გაამდიდრეთ კვების რაციონი ამ პროდუქტით. არ დაგავიწყდეთ სტატიის გაზიარება მეგობრებისთვის!