ყოველთვის მიკვირდა, თუ რატომ აღვივებდა ბებია წიწიბურის მარცვლებს. ამას ვერასდროს ვიფიქრებდი.
წარსულში ჩვენი წინაპრები წიწიბურას ''მარცვლეულთა მეფედ'' მოიხსენიებდნენ, თანაც სრულიად დამსახურებულად. ეს პროდუქტი ხომ ვიტამინების, მინერალებისა და ცილების უდიდესი წყაროა. განსაკუთრებით სასარგებლო გავლენა ჩვენს ორგანიზმზე წიწიბურის ღია მწვანე ფერის მარცვლებს აქვს. მარცვლების ეს ფერი განპირობებულია იმით, რომ პროდუქტი არ დამუშავებულა თერმულად და მასში შენარჩუნებულია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კომპონენტები, რასაც ვერ ვიტყვით ყავისფერი წიწიბურის შესახებ.
თუ თქვენ ცხოვრების ჯანსაღ სტილს მიჰყვებით და აკონტროლებთ საკუთარ კვების რაციონს, აუცილებლად გაამდიდრეთ ის ძალზედ სასარგებლო ''ცოცხალი'' წიწიბურით. იმისათვის, რომ ამ პროდუქტს ჰქონდეს წარმოუდგენლად სასარგებლო გავლენა ჩვენს ორგანიზმზე, აუცილებელია მისი გაღვივება მიღებამდე.
წიწიბურის მარცვლების გასაღვივებლად თქვენ დაახლოებით 14 დან 48 საათამდე დაგჭირდებათ. თუ რა პროცედურის ჩატარებაა საჭირო, ამის შესახებ დღეს ''Fpaparazzi''-ის რედაქცია დედატულარდ მოგითხრობთ.
წიწიბურის გაღვივება
თქვენ დაგჭირდებათ:
პროცედურის მსვლელობა:
გაღვივებული მწვანე წიწიბურის სასარგებლო თვისებები:

- მინის ან ფაიფურის ჭურჭელი;
- წიწიბურის ღია მწვანე მარცვლები;
- გაფილტრული ან წყაროს წყალი;
- მარლა.
პროცედურის მსვლელობა:
- პირველ რიგში, კარგად გარეცხეთ წიწიბურა რამდენჯერმე. გარეცხილი მარცვლები ჩაყარეთ საშუალო ზომის ქვაბში და დაასხით იმ რაოდენობით წყალი, რომ ისინი მთლიანად დაიფაროს. ამოწმინდეთ ქვაბი იმ ნაგვისგან, რომელიც წყალში ტივტივს დაიწყებს.
- გადაწურეთ წყალი. გადაიტანეთ მარცვლები ახალ ჭურჭელში, რომელსაც მის გასაღვივებლად გამოიყენებთ. გახსოვდეთ, წიწიბურის ფენის სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 2 სანტიმეტრს. ახლა დაასხით მარცვლებს იმ რაოდენობით გაფილტრული წყალი, რომ ისინი მთლიანად დაიფაროს. დააყოვნეთ ნარევი 2 ან 3 საათის განმავლობაში.
- ამ დროის გასვლის შემდეგ კვლავ უნდა გადაღვაროთ წყალი და კიდევ ერთხელ კარგად გარეცხოთ მარცვლები. გამოიყენეთ სპეციალური ბადე ან გარეცხეთ მარცვლები იმავე ჭურჭელში, რომელშიც მათ გაღვივებას უპირებთ.
- წიწიბურის გარეცხილ მარცვლებს დააფარეთ ტენიანი მარლა, ხოლო ჭურჭელს, რომელსაც გასაღვივებლად იყენებთ, დაახურეთ თავსაფარი ისე, რომ მასში ჰაერმა იმოძრაოს. დატოვეთ ჭურჭელი ამ მდგომარეობაში ბნელ ადგილას.
- ახლა თქვენ უნდა მოითმინოთ დაახლოებით 2 დღე-ღამის განმავლობაში. ამ დროში თქვენი მარცვლები ბოლომდე მოასწრებს გაღვივებას.
გაღვივებული მწვანე წიწიბურის სასარგებლო თვისებები: