ნაბახუსევთან ბრძოლის რეცეპტები სხვადასხვა ქვეყნებიდან

ნაბახუსევთან ბრძოლის რეცეპტები სხვადასხვა ქვეყნებიდან
დასვენების დღეებში ყოველთვის არის შესაძლებლობა მოეშვათ და დაისვენოთ მეგობრებთან ერთად, ან უბრალოდ განმარტოვდეთ. არავისთვის არ არის სიახლე, რომ ზოგიერთს დაძაბულობის მოხსნა და განწყობის ამაღლება ალკოჰოლის საშუალებით ურჩევნია. თუმცა ალკოჰოლის გადაჭარბებით გამოყენება იწვევს ნაბახუსევს, ხოლო მასთან საბრძოლველად გამოგონილია უამრავი მეთოდი, დაწყებული მედიკამენტებიდან დამთავრებული ხალხური მეთოდებით. fpaparazzi.com მა გადაწყვიტა წამოგიდგინოთ "სიცოცხლეში დაბრუნების" გზები რომლებსაც სხვა და სხვა ქვეყნებშ მიმართავენ.


1. სიცილიაზე ნაბახუსევის მოხსნის პოპულარული მეთოდია ხარის გამომშრალი პენისი ჩხირების ფორმით.


2. ტაილანდში ნაბახუსევზე იყენებენ კერძს რომელიც მზადდება ბრინჯისგან, ტოფუსგან, ბოსტენულისგან, ნიორისა და ჩილის ცხარე წიწაკის უზარმაზარი რაოდენობისგან. (penguincakes)


3. ნაბახუსევთან ბრძოლის მონღოლური მეთოდი ყველას არ გამოადგება! სამკურნალოდ საჭიროა დალიოთ ერთი ჭიქა ტომატის წვენი ცხვრის დამარილებული თვალით.


4. კორეაში ნაბახუსევზე მიირთმევენ საჭმელს სახელწოდებით "ჰედჟანგუკ", რომლის თარგმაცნიც ნიშნავს "სუპს ნაბახუსევის სამკურნალოდ".



5. იაპონელები ნაბახუსევთან საბრძოლველად იყენებენ ჭერმის დამარილებულ ნაყოფს.



6. ახალ ზელანდიაში ნაბახუსევს მკურნალობენ მარილიანი,რძიანი შოკოლადით.



7. კანადაში ნაბახუსევის პრობლემას წყვეტენ - კარტოფილი ფრის, საწებელით და ყველით.


8. ამერიკელები ნაბახუსევს ტომატის წვენით და უმი კვერცხის გულით მკურნალობენ.



9. ბრაზილიაში ნაბახუსევს უმკლავდებიან საჭმელით რომლის სახელწოდება არის "მოკეკა" - ეს არის შემწვარი თევზი ქოქოსის რძით, პილპილით და ქინძით.



10. შოტლანდიაში ისინი ვინც ვისკის მიიღებენ გადაჭარბებით, ნაბახუსევისგან თავს ადგილობრივი სასმელით "აირნ-ბრიუ" -თი იხსნიან.



11. მექსიკაში "სიცოცხლეში დასაბრუნებლად" იყენებენ კერძს სახელად სევიჩე.


12. რუსეთში, უკრაინაში, პოლონეთში და ბელორუსიაში ნაბახუსევს მკურნალობენ კიტრის მწნილით და წვენით.


13. გერმანიაში უპირატესობას ანიჭებენ კერძს როლმოპს - დამარილებული ქაშაყის რულეტს, რომელსაც არაოფიციალურად უწოდებენ "სადილი ნაბახუსევზე"-ს.

დამატებითი ინფორმაცია (7)
admin თარითი:16 ივლისი 2017 17:00
მონღოლეთი – ტომატის წვენი სიურპრიზით
admin თარითი:16 ივლისი 2017 17:01
საფრანგეთი - ხამანწკები