9 მიზეზი, თუ რატომ დაიწყო მთელმა მსოფლიომ სამკურნალო თესლის მასობრივად ჭამა

9 მიზეზი, თუ რატომ დაიწყო მთელმა მსოფლიომ სამკურნალო თესლის მასობრივად ჭამა
ჩიას თესლი - ესპანური სალბის თესლია, რომელიც ჯერ კიდევ მრავალი საუკუნეების წინ იყო ცნობილი. მას სხვადასხვა მიზნისთვის იყენებდნენ, დღეს კი ის გახლავთ უნიკალური, ბუნებრივი ანტიოქსიდანტი. ასევე ჩიას თესლს ჯანმრთელობისთვის მრავალი უპირატესობა გააჩნია. ის დიდი ოდენობით ვიტამინებსა და ცილებს შეიცავს. აი, რისი მოცემა შუეძლია დღეში 28 გრამ ჩიას თესლს:

ანტიოქსიდანტის შესანიშნავი წყარო

ანტიოქსიდანტები დადებითად ზემოქმედებს ჯანმრთელობაზე და იცავს თავისუფალი რადიკალებისგან, რომლებიც იწვევს კიბოს.

დიაბეტის წინააღმდეგ


ჩია პოტენციური და ბუნებრივი საშუალებაა დიაბეტის სამკურნალოდ, ასევე არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში.

საჭმლის მონელების დაჩქარება

ჩიას თესლი ომეგა-3-ის წყაროა, რომელიც მნიშვნელოვანია ჯანსაღი საჭმლის მონელებისთვის და ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

კბილებისა და ძვლების გამაგრება


ჩიას კალციუმის დღური ნორმის 18% გააჩნია, ეს კი მნიშვნელოვანია კბილებისა და ძვლების ჯანმრთელობისთვის.

გულის ჯანმრთელობა

აუმჯობესებს არტერიულ წნევას და ამაღლებს კარგი ქოლესტერინის დონეს ორგანიზმში.

ცილის შემცველობა


ცილის შემცველობის წყალობით, ჩიას თესლი ახშობს მადას 60%-ით.

უჯრედისი

ამცირებს ქოლესტერინის დონეს, არეგულირებს ნაწლავების ფუნქციონირებას, უჯრედისის შესანიშნავი წყაროა.

კვერცხის შემცვლელი


კვერცხის შემცვლელის სახით, შეურიეთ 1 ს.კ. ჩიას თესლი და 3 ს.კ. წყალი და დააყენეთ 15 წუთი.

კანი და დაბერება

ჩიას თესლი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც აჩქარებს კანის აღდგენის სისტემას და ეწინააღმდეგება კანის ნაადრევ დაბერებას.

იხილეთ ვიდეო:
დამატებითი ინფორმაცია (5)
admin თარითი:9 აგვისტო 2017 10:26
უკუჩვენება

რადგან არ არსებობს მონაცემები ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის უმჯობესი იქნება თავი შეიკავოთ მისი მიღებისაგან.

თუ თქვენ თეთრი ჩვეულებრივი კომბოსტოს ჭამის შემდეგ გიგროვდებათ გაზები, შესაძლებელია, რომ ჩიას თესლის გამოყენების შედეგადაც დაგიგროვდეთ გაცილებით მეტი გაზები.

პროდუქტის ინდივიდუალური აუტანლობა, რაც შეიძლება გამოვლინდეს დიარეაში ან კანზე გამონაყარით.

ასევე არ არის რეკომენდირებული დაბალი წნევის დროს მისი მიღება.

არ მიიღოთ ასპირინთან ერთად.