9 მიზეზი, თუ რატომ დაიწყო მთელმა მსოფლიომ სამკურნალო თესლის მასობრივად ჭამა

9 მიზეზი, თუ რატომ დაიწყო მთელმა მსოფლიომ სამკურნალო თესლის მასობრივად ჭამა
ჩიას თესლი - ესპანური სალბის თესლია, რომელიც ჯერ კიდევ მრავალი საუკუნეების წინ იყო ცნობილი. მას სხვადასხვა მიზნისთვის იყენებდნენ, დღეს კი ის გახლავთ უნიკალური, ბუნებრივი ანტიოქსიდანტი. ასევე ჩიას თესლს ჯანმრთელობისთვის მრავალი უპირატესობა გააჩნია. ის დიდი ოდენობით ვიტამინებსა და ცილებს შეიცავს. აი, რისი მოცემა შუეძლია დღეში 28 გრამ ჩიას თესლს:

ანტიოქსიდანტის შესანიშნავი წყარო

ანტიოქსიდანტები დადებითად ზემოქმედებს ჯანმრთელობაზე და იცავს თავისუფალი რადიკალებისგან, რომლებიც იწვევს კიბოს.

დიაბეტის წინააღმდეგ


ჩია პოტენციური და ბუნებრივი საშუალებაა დიაბეტის სამკურნალოდ, ასევე არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში.

საჭმლის მონელების დაჩქარება

ჩიას თესლი ომეგა-3-ის წყაროა, რომელიც მნიშვნელოვანია ჯანსაღი საჭმლის მონელებისთვის და ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

კბილებისა და ძვლების გამაგრება


ჩიას კალციუმის დღური ნორმის 18% გააჩნია, ეს კი მნიშვნელოვანია კბილებისა და ძვლების ჯანმრთელობისთვის.

გულის ჯანმრთელობა

აუმჯობესებს არტერიულ წნევას და ამაღლებს კარგი ქოლესტერინის დონეს ორგანიზმში.

ცილის შემცველობა


ცილის შემცველობის წყალობით, ჩიას თესლი ახშობს მადას 60%-ით.

უჯრედისი

ამცირებს ქოლესტერინის დონეს, არეგულირებს ნაწლავების ფუნქციონირებას, უჯრედისის შესანიშნავი წყაროა.

კვერცხის შემცვლელი


კვერცხის შემცვლელის სახით, შეურიეთ 1 ს.კ. ჩიას თესლი და 3 ს.კ. წყალი და დააყენეთ 15 წუთი.

კანი და დაბერება

ჩიას თესლი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც აჩქარებს კანის აღდგენის სისტემას და ეწინააღმდეგება კანის ნაადრევ დაბერებას.

იხილეთ ვიდეო:
დამატებითი ინფორმაცია (5)
admin თარითი:9 აგვისტო 2017 10:26
ჩიას თესლის დადებითი მოქმედება ორგანიზმზე
ჩიას თესლის დადებითი მოქმედება ორგანიზმზე
1. აუმჯობესებს კუჭ–ნაწლავის მუშაობას.
2. არეგულირებს სხეულის წონას.
3. აუმჯობესებს გულ–სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას.
4. სისხლში ამცირდებს ქოლესტერინის დონეს.
5. ამაგრებს კბილებს და ძვლებს.
სისხლში არეგულირებს შაქრის დონეს.
არეგულირებს ყაზბობას (გაუვალობა)
admin თარითი:9 აგვისტო 2017 10:26
ჩიას თესლი / გამოყენება / დოზირება

14 წლამდე ბავშვების დღიური ნორმა – 1 ან 2 ჩაის კოვზი.

უფროსი ასაკის ადამიანებისთვის დღიური ნორმა – 1 ან 2 სუფრის კოვზი.

ჩიას თესლი სითხეში ფართოვდებს 10 – 12 ჯერ. ამიტომ მისი მშრალად მიღების შემთხვევაში ის შეიწოვს იმ სითხეს რომელიც იქნება თქვენს ორგანიზმში. ამიტომ ჯობია მიღებამდე ის ჩაალბოთ და დააცადოთ შეიწოვოს მისთვის საჭირო რაოდენობის სითხე.

1 სუფრის კოვზ თესლს დაასხით 150 – 200 მლ ცივი ანადუღარი წყალი, რძე ან ხილის წვენი და გააჩერეთ 15 – 20 წუთი. შემდეგ მიიღეთ. დღეში ერთჯერ.

ასევე მისი გამოყენება შესაძლებელია ფაფეფთან და სხვა თქვენთვის სასურველ საკვებთან ერთად.

კურსის ხანგრძლივობა:
კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე თუ რომელი დიეტოლოგის ან ექიმის რეცეპტით აპირებთ მის გამოყენებას საკვებად.