მარკ ტვენის 23 კლასიკური ხუმრობა, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

მარკ ტვენის 23 კლასიკური ხუმრობა, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს
ზუსტად 150 წლის წინათ მარკ ტვენმა გამოსცა საკუთარი პირველი ზღაპარი. სწორედ ამ მოვლენასთან დაკავშირებით გთავაზობთ დიდებული იუმორისტის გენიალურ ციტატებს.

არასდროს ვაძლევდი თავს იმის უფლებას, რომ სკოლის გაკვეთილებს ჩემი განათლებისთვის ხელი შეეშალა.

ბანკირი - ადამიანი, რომელიც მზიან ამინდში გათხოვებთ ქოლგას და წაგართმევთ დაუყონებლივ, როგორც კი წვიმა დაიწყება.

ოქტომბერი - ერთ-ერთი ყველაზე საშიში თვე ''ბირჟაზე'' დგომისთვის. სხვა საშიში თვეები: ივნისი, იანვარი, სექტემბერი, აპრილი, ნოემბერი, მაისი, მარტი, ივნისი, დეკემბერი, აგვისტო და თებერვალი.

როდესაც თოთხმეტი წლის ვიყავი, მამაჩემი იმდენად სულელი იყო, რომ ძლივს ვიტანდი მას, თუმცა როგორც კი ოცი წელი შემისრულდა, გავვოცდი, თუ როგორ დაჭკვიანდა მამაჩემი უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში.

ვაგნერის მუსიკა გაცილებით უკეთესია, ვიდრე მოსმენისას ჩანს.

მეგობრობა - ეს იმდენად წმინდა, ძლიერი და მყარი გრძნობაა, რომ სიცოცხლის ბოლომდე შეგიძლია შეინახო, თუ რა თქმა უნდა ვინმეს ფულის სესხებას არ სთხოვ.

მხოლოდ იმ პრეზიდენტებს, ლიდერებსა და ადამიანებს შეუძლიათ იხმარონ ნაცვალსახელი ''ჩვენ'', რომლებიც სოლიტერისგან იტანჯებიან.

საკუთარი თავს დავუწესე, რომ ერთ ღერ სიგარეტზე მეტს აღარ მოვწევდი ერთდროულად.

''კლასიკურად'' ითვლება წიგნი, რომელსაც ყველა აქებს, თუმცა არავინ კითხულობს.

ყოველი 50 კაციდან, რომელიც სტუმრობს ჩვენს ოპერას, ერთს უკვე უყვარს იგი, ხოლო დანარჩენი 49 ადამიანი მოდის აქ მხოლოდ იმიტომ, რომ ისწავლოს მისი სიყვარული.

სენატორი - ადამიანი, რომელიც აწესებს კანონებს მაშინ, როდესაც თავად არ იხდის სასჯელს.

ჩვეულებისამებრ, მჭირდება სამი კვირა, რათა მოვამზადო ჩემი იმპროვიზირებული გამოსვლა.

პარიზში პირდაღებულები მოგვშტერებოდნენ, როდესაც ველაპარაკებოდით მათ ფრანგულად! ამ კრეტინებსა და იდიოტებს საკუთარი ენა ვერ გავაგებინეთ!

თუ სახლში ქუჩიდან მიიყვანთ მშიერ ძაღლს და დააპურებთ მას, ის არ გიკბენთ. სწორედ ესაა ფუნდამენტური განსხვავება ძაღლსა და ადამიანს შორის.

ყოველთვის თამამად აღიარეთ საკუთარი შეცდომები უფროსების წინაშე, რადგან ასე მათ თვალებს აუხვევთ და შეძლებთ ჩაიდინოთ ახალი შცდომები.

ჯიმმა თქვა, რომ ფუტკრები სულელებს არ ინდობენ, თუმცა მე ამის არ მჯერა, რადგან რამდენჯერმე ვცადე და მათ არცერთხელ არ მიკბინეს.

ოდესღაც ეს ძალიან კარგი სასტუმრო იყო, თუმცა ოდესღაც მეც კარგი ბავშვი ვიყავი.

ნუ ვიქნებით ზედმეტად მომთხოვნები! ჯობია გქვონდეს ძველი, მეორადი ბრილიანტები, ვიდრე საერთოდ არ გვქონდეს!

ადამიანი - ერთადერთი ცხოველი, რომელსაც შეუძლია გაწითლდეს და ამისთვის მიზეზები ჰქონდეს.

თავდაპირველად საჭიროა ფაქტების არსებობა, ხოლო შემდეგ შეგიძლიათ მოექცეთ მათ ისე, როგორც მოგესურვებათ.

მე უარი ვთქვი მისი დამარხვის ცერემონიაში მონაწილეობის მიღებაზე, თუმცა გავაგზავნე ძალზედ ზრდილობიანი ტექსტი, რომლითაც მხარი დავუჭირე ამ ღირსშესანიშავ მოვლენას.

როდესაც გიფუჭრდებათ საათი, არსებობს ორი გამოსავალი: ჩააგდოთ იგი ცეცხლში, ან მიუტანოთ ხელოსანს. პირველი ვარიანტი უფრო სწრაფია!