როგორ უნდა ებრძოლონ საკუთარ შიშებს ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებმა?

როგორ უნდა ებრძოლონ საკუთარ შიშებს ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებმა?
ყველას გვაქვს გარკვეული შიშები, მაგრამ ყველა ადამიანი შიშს არ აძლევს უფლებას, გავლენა მოახდინოს მათ ცხოვრებაზე, თუმცა ერთი შიშმა შეიძლება გამოიწვიოს ბევრი პატარა შიშები, რომელიც გადაიქცევა შიშების გიგანტურ ნაკრებად.
ასტოლოგები გვასწავლიან თუ როგორ უნდა ებრძოლონ საკუთარ შიშებს ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებმა:

ვერძი - 21 მარტი - 19 აპრილი
პირველი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგათ შიშის დასაძლევად მარტივია: პირველ რიგში უნდა აღიაროთ საკუთარ თავთან, რომ ერთი შიში მაინც გაგაჩნიათ. თქვენ ცნობილი ხართ გაბედულობით და რისკიანობით და შეიძლება იფიქროთ, რომ შიშის აღიარება იყოს სისუსტის ნიშანი, მაგრამ ეს ასე არაა. გულწრფელობა და საკუთარ თავთან შიშების აღიარება არის სიძლიერის მაჩვენებელი.


კურო - 20 აპრილი - 20 მაისი

ზოგჯერ შიშთან ბრძოლა ნიშნავს ნეგატიური ფიქრების მომავლისთვის გადადებას. სცადეთ ძალიან არ მოახდინოთ ფოკუსირება ნეგატივზე და დაწყეთ რაიმე პოზიტიურზე ფიქრი.


ტყუპები 21 მაისი - 21 ივნისი

ერთ - ერთი საუკეთესო გზა შიში დასაძლევად არის მასზე საუბარი. თქვენ გიყვართ საუბარი და პრობლემურ საკითხებზე საუბარი რომელიც ფოკუსირებულია თქვენზე, მათ დასაძლევად საუეთესო საშუალებაა.

კირჩხიბი - 22 ივნისი - 22 ივლისი
რადგან კირჩხიბებს ძალიან უყვართ შინ ყოფნა გასაკვირი არაა, რომ მათ მიდრეკილება აქვთ აგორაფობიისკენ.
თქვენ გიყვართ უსაფრთხოდ და კომფორტულად ყოფნა სახლში, მაგრამ შეიძლება იზოლირებულები გახდეთ. ამ დამოკიდებულების დასაძლევად წადით კინოში, მაღაზიაში ან გაისერნეთ ქალაქგარეთ. თუ თქვენ გაბედულად შეხვდებით შიშებს, თავს უფრო უსაფრთხოდ იგრძნობთ.

ლომი - 23 ივლისი - 22 აგვისტო
ლომებს აქვთ უზარმაზარი შიში სხვების მხრიდან დაუფასებლობის, განსაკუთრებით როცა მარტო არიან. იყავით გულწრფელი საკუთარ თავთან და აღიარეთ შიში და გადაიყვანეთ ის მადლიერების გრძნობებში.
თქვენ გაქვთ ბევრი რამ, უფრო მეტიც, ვიდრე გჭირდებათ. თუ იქნებით მადლიერი, შეძლებთ დაინახოთ რამდენად დაფასებული ხართ სხვების მხრიდან.

ქალწული - 23 აგვისტო - 22 სექტემბერი

ქალწულებს წარუმატებლობის ეშინიათ. ამ შიშის დასაძლევად, წარუმატებლობების და შეცდომების დაშვება უნდა ჩათვალოთ წარმატებისკენ გასავლელ აუცილებელ გზად.


სასწორი - 23 სექტემბერი - 22 ოქტოომბერი

სასწორს ალბათ მარტოობის ეშინია და ზოგჯერ ამას თავის თავსაც ვერ უტყდება, იმიტომ რომ მუდამ მეგობრების გარემოცვათი არიან. გაბედულად უნდა შეხვდეთ ამ შიშს დარჩით მარტო და საკუთარი თავი დაარწმუნეთ რომ დიდებული კომპანია ხართ საკუთარი თავისთვის.

მორიელი - 23 ოქტომბერი - 21 ნოემბერი
მორიელებს ეშინიათ ინტიმურობის, უარყოფის და ავტონომიის დაკარგვის. დაივიწყეთ წარსულში განცდილი უსიამოვნებები და დაძლიეთ შიშები.

მშვილდოსანო - 22 ნოემბერი - 21 დეკემბერი
მშვილდოსანს აქვს დახურული სივრცის შიში. თუ თქვენ დაწერთ ფურცელზე თქვენი შიშის შესახებ თავიდან აირიდებთ დაუსრულებელი ნეგატივების ნაკადს, რომელიც დისკომფორტს გიქმნით.

თხის რქა - 21 დეკემბერი - 19 იანვარი

მათ აქვთ კონტროლის დაკარგვის შიში, ასე რომ თქვენ უნდა აღიაროთ რომ ძლიერი ხართ და გაქვთ ძალა შეცვალოთ ცხოვრება და ყველფერი რასაც შეეხებით.

მერწყული - 20 იანვარი - 18 თებერვალი
მერწყულს ეშინია ემოციების, რომლებსაც სხვები გამოხატავენ - ის მათ დოსკომფორტს უქმნის.
ემოციები ადამიანურობის ნაწილია და აკავშირებს ადამიანებს. სცადეთ და მოუსმინეთ მეგობრებს განსჯის გარეშე და გამოხატეთ თქვენი ემოციები მათ მიმართ.

თევზები 19 თებერვალი - 20 მარტი
თევზები არიან ძალიან მგრძნობიარეები და აქვთ გულის ტკენის შიში. თქვენ ცდილობთ დაიცვათ თქვენი გული თუმცა ეს თქვენს მთავარ იდეას ეწინააღმდეგება, რომ თუ თქვენ კეთილად მოექცევით ადამიანებს ისინიც კეთილად მოგექცევიან.
შიშებთან საბრძოლველად მიმართეთ ხელოვნების სამკურნალო ძალებს - გახდით კრეატიულები.