ამოუხსნელი თავსატეხი მედიცინისთვის: ქალბატონი, რომელსაც სხეულზე თმის ნაცვლად ფრჩხილები ეზრდება

ამოუხსნელი თავსატეხი მედიცინისთვის: ქალბატონი, რომელსაც სხეულზე თმის ნაცვლად ფრჩხილები ეზრდება
28 წლის ამერიკელი შანინ აისომისთვის სტერეოიდების მიღებამ გამოიწვია უიშვიათესი დაავადება: თმის ფოლიკულების ნაცვლად მის კანზე ზრდა დაიწყო ფრჩხილებმა.



28 წლის სტუდენტმა სამი წლის უკან გადაიტანა ალერგიული რეაქცია, რის შემდეგაც მის ცხოვრებაში თავი იჩინა ძალზედ უცნაურმა სინდრომმა. ამ სინდრომის გამო შანინს გადაადგილება და ყოველდღიური საქმიანობებისთვის თავის გართმევაც კი უჭირს. ქალბატონის სხეულის ის ნაწილი, რომელზეც ჯანმრთელი ადამიანის შემთხვევაში იზრდება თმა, დაფარულია მთლიანად ფრჩხილებით. ექიმები დღემდე ცდილობენ დაადგინონ, თუ რა ხდება ახალგაზრდა ქალბატონის თავს, თუმცა ამაოდ...



აისომისთვის კოშმარი დაიწყო ცხოვრების იმ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე, როდესაც მან უნივერსიტეტში ჩააბარა და სწავლას აქტიურად შეუდგა. 2009 წლის სექტემბერის თვეში ასთმური შემოტევის გამო ექიმებმა მას სამკურნალოდ სტეროიდები გამოუწერეს. როგორც გოგონა ყვება, პრეპარატის მიღებიდან რამდენიმე საათის შემდეგ მას მთელი კანი გამოუშრა და ქავილის შეგრძნება არ ასვენებდა. ასევე მის ფეხებზე და ხელებზე თავი იჩინა მუქი ფერის გამონაყარმა. ექიმები გამოკვლევების შედეგად მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ქალბატონს ეგზემა, ან სტაფილოკოკი სჭირდა, თუმცა შესაბამისმა მკურნალობამ შედეგი საერთოდ არ გამოიღო.

2011 წელს აისომი საკმურნალოდ გაემგზავრა ბალტიმორში, სადაც ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ ''მუქი ფერის გამონაყარი'' სინამდვილეში ადამიანის ნამდვილი ფრჩხილებია, რომელიც ძალზედ ნელი ტემპით ფარავს მთელ სხეულს.

ასევე შესაბამისი გამოკვლევების შედეგად გაირკვა, რომ ავადმყოფის კანის უჯრედების რაოდენობა 12_ჯერ გაიზარდა, რის გამოც მის ორგანიზმს ძალზედ უჭირს სუნთქვა. პაციენტისთვის დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს ფეხზე წამოდგომა და გადაადგილება, თუმცა მან ისწავლა ყავარჯნის გამოყენება. სამწუხაროდ მკურნალობის ხარჯები უკვე 250 000 ამერიკულ დოლარს აღემატება და ოჯახს არ გააჩნია ფინანსები, რათა განაგრძოს ქალბატონის მკურნალობა. დაზღვევა, რომელიც ამ ეტაპზე მოქმედებს, ანაზღაურებს მხოლოდ 5 პრეპარატის ღირებულებას, მაშინ, როდესაც წამლების სია 17 პუნქტისგან შედგება. შანინს დიდი იმედი აქვს, რომ მას მკურნალობაში სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდი დაეხმარება და ადრე, თუ გვიან ექიმები შეძლებენ მისთვის ზუსტი დიაგნოზის დასმას.