მამაკაცი სასწაულებრივად გამოვიდა კომიდან, როდესაც მისმა მეუღლემ უარი განაცხადა მისი აპარატიდან გათიშვის თაობაზე

მამაკაცი სასწაულებრივად გამოვიდა კომიდან, როდესაც მისმა მეუღლემ უარი განაცხადა მისი აპარატიდან გათიშვის თაობაზე
2011 წლის 11 ივლისს 22 წლის მეთიუ დევისის მოტოციკლეტი დაეჯახა გზატკეცილზე არასწორად პარკირებულ ავტომობილს. ახალგაზრდა მამაკაცმა ავტოავარიის შედეგად მიიღო უამრავი სერიოზული ტრამვა, დაწყებული ბარძაყის ძვლისა და ყბის მოტეხვით, დამთავრებული ნეკნების, ღვიძლის, ლავიწისა და თავის ქალის სერიოზული დაზიანებებით...

მეთიუ ჩავარდა კომაში და მისი გამოფხიზლების შანსი მხოლოდ 10% იყო, ხოლო მისი აბსოლიტურად გამოჯანმრთელების შანსი კიდევ უფრო ნაკლები - 5%.
ამ საშინელი ავარიიდან დაახლოებით ერთი კვირის გასვლის შემდეგ ექიმებმა მის ცოლს, დენიელ დევისს ქმირს აპარატიდან გათიშვა შესთავაზეს, თუმცა მან ამაზე უარი განაცხადა...
"მე ბევრი ვილოცე და გადავწყვიტე, რომ ვიბრძოლო მისი გადარჩენისთვის" - დაწერა მან საკუთარ ბლოგზე. მეორე დღეს მეთიუმ სასწაულებრივად თვალები გაახილა...
ახალგაზრდა მამაკაცი სასწრაფოდ გადაიყვანეს სარეაბილიტაციო ცენტრში, რათა "გამოეფხიზლებინათ" მისი ტვინი. ყოველივე ამის პარალელურად მეთიუ თვალებით ოთახში მყოფ ყველა ადამიანს ათვალიერებდა და დროდადრო მოძრაობის სხვა ნიშნებსაც ავლენდა.
დენიელმა მეუღლე დედამისის სახლში გადაიყვანა, სადაც იგი ნორმალურ საცხოვრებელ პირობებში ქმრის მოვლას შეძლებდა.
ამ სახლში მეთიუ გარშემორტყმული იყო საყვარელი ადამიანებით, რომლებიც მას თავს ევლებოდნენ. შესაბამისად მისი გამოჯანმრთელების პროცესიც დროზე ადრე მიიწევდა წინ. ცოლის სამკვირიანი მზრუნველობის შედეგად კომიდან გამოსულმა მეთიუმ დაიწყო სამთვიანი სარეაბილიტაციო პროგრამა, რომელიც მოიცავდა ყოველდღიურ გონებრივ ვარჯიშებს...
თუმცა ერთადერთ პრობლემას წარმოადგენდა ის ფაქტრი, რომ მეთიუს თავისი ცხოვრების უკანასკნელი სამი წელი არ ახსოვდა. მათ შორის, არც დანიელთან ქორწილი, თუმცა ამ ახალგაზრდა ქალბატონის ყოველდღიური მზრუნველობისა და სიყვარულის შედეგად მეთიუს იგი დღითიდღე ხელმეორედ უყვარდებოდა...
"შენ ჩემთვის თავდაუზოგავად იბრძოდი და სწორედ შენი დამსახურებაა, რომ მე დღეს აქ ვარ" - უთხრა მეთიუმ დაინელს.
2014 წლის აპრილის თვეში ახალგაზრდა მამაკაცმა დამოუკიდებლად სიარული დაიწყო. დღეს იგი საკმაოდ აქტიურად ცხოვრობს და არანაირ წამას არ იღებს.
"ექიმებმა იციან, თუ რას ამბობენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი მართლები არიან. მე რომ 2011 წელს ჩემი მეუღლე აპარატიდან გამეთიშა, დღეს იგი ჩემს გვერდში არ იქნებოდა და მე მსოფლიოში ყველაზე უბედური ქალბატონი ვიქნებოდი. თუ თქვენ გჯერათ ღმერთის, მაშინ იწამეთ სასწაულების და არასდროს დანებდეთ" - განაცხადა დანიელმა.
"მე დანიელი ღმერთმა საჩუქრად გამომიგზავნა" - ამბობს მეთიუ.
მას შემდეგ, რაც მეთიუ აბსოლიტურად გამოჯანმრთელდა და დამოუკიდებლად გადაადგილება შეუძლია, მან გადაწყვიტა ხელმეორედ დანიელზე დაქორწინება, რადგან მან გარკვეულწილად მეხსიერებაში არსებული სამწლიანი დანაკლისის და მის ცხოვრებაში ყველაზე ემოციონალური მომენტის გახსენება შეძლოს...

ვუსურვებთ წარმატებებს ამ ახალგაზრდა წყვილს!