მიჩიო კაკუს 5 თეზისი მომავლის განათლების შესახებ

მიჩიო კაკუს 5 თეზისი მომავლის განათლების შესახებ
“მოქმედი განათლების სისტემა წარსულის სპეციალისტებს აზმადებს. ჩვენ ვასწავლით მათ, რათა სამუშაოზე იარონ, რომელიც უკვე აღარ არსებობს. ზუსტად ამიტომაა მსოფლიოში უმუშევრების დიდი რაოდენობა” – მიჩიო კაკუ.

მიჩიო კაკუ – ცნობილი იაპონური წარმომავლობის ამერიკელი ფიზიკოსი, ფუტუროლოგი, სიმების თეორიის ავტორი და აშშ-ის ერთერთი ყველაზე ჭკვიანი ადამიანი The New York Times-ის მონაცემებით. მის ანგარიშზეა რამდენიმე აღმოჩენა ფიზიკაში, 10-ამდე Bestseller-ი წიგნი, ასევე გადაცემების ციკლი BBC-ისა და Discovery-ზე. ამ სტატიაში ჩვენ შევკრიბეთ მისი 5 ციტატა მომავლის განათლების შესახებ.

1. სწავლა აღარ იბაზირებს დამახსოვრებაზე

მალე კომპიუტერები და Google Glass პატარა ლინზებად ტრანსფორმირდება და ჩვენ მოგვეცემა ყველა საჭირო ინფორმაციის ჩატვირთვის საშუალება. მოსწავლეები და სტუდენტები გამოცდებზე პასუხების მოძებნას ინტერნეტში შეძლებენ: საკმარისი იქნება თვალის დახამხამება და საჭირო ინფორმაცია გამოჩნდება. არ იქნება საჭირო ტვინის გადატვირთვა უვარგისი ცოდნით, ხოლო განთავისუფლებული გონებრივი რესურსის გამოყენება ანალიზის, არგუმენტირებისა და ამოხსნების უნარის განვითარებას მოვახმართ.

2. ჩვენ უფრო ავტონომიურები გავხდებით

ჩვენ ჩვენს სიცოცხლეზე დიდი პასუხისმგებლობის აღება მოგვიწევს და შემდეგ კონტროლის ორგანოების აუცილებლობა გაქრება. ადამიანები თვითგანათლებას შეუდგებიან, ამასთანავე გააცნობიერებენ, რომ იღებენ იმ ცოდნას, რომელიც ჭირდებათ. თუ საჭირო იქნება კონსულტაცია, ისინი მას “ჭკვიანი” კედლისგან მიიღებენ. ძალიან მალე ასეთი მოწყობილობები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე იქნება დაარსებული, ყველგან განთავსდება: სახლებში, ოფისებში, ქუჩებში. საკმარისია მიუახლოვდეთ კედელს და თქვათ: “მე მსურს საუბარი ბიოლოგიის პროფესორთან”. და მაშინვე კედელზე გამოჩნდება მეცნიერი, რომელიც თქვენ საჭირო ინფორმაციას მოგცემთ. რაც შეეხება მასწავლებლებს, ისინი “ცოცხალ” მდგომარეობაში აღარ დაგვჭირდებიან
სტატიის წყარო:review.ge