მომავლის სამზარეულო მაცივრისა და ღუმელის გარეშე

მომავლის სამზარეულო მაცივრისა და ღუმელის გარეშე
მილანის გამოფენაზე აჩვენეს, თუ როგორი იქნება სამზარეულო 2025 წელს. მოლოდინები ბევრს არ გაუმართლა. სამზარეულოში არ იყო არც რობოტები არც ტექნიკა, რომელიც თავად ამზადებს დიასახლისის მაგივრად. როგორც აღმოჩნდა 10 წლის შემდეგ სამზარეულოში არ დაგვჭირდება არც მაცივრები, არც ღუმელი და არც სანაგვე ყუთი.

ეს იდეა შეიმუშავა შვედურმა კომპანია IKEA-მ, ხოლოდ დიზაინერული საკითხი შეათანხმა ფირმა IDEO London-თან. პროექტში მონაწილეობას იღებდნენ სოციოლოგიის ,ტექნოლოგიების და დემოგრაფიული საკითხების შემსწავლელი სტუდენტები.



7-10 წლის შემდეგ ჩვენ საერთოდ არ დაგვჭირდება ტექნიკა. მაცივრის ნაცვლად გამოვიყენებთ უფერულ კონტეინერებს, რომლებიც გააგრილებენ პროდუქტებს. ტემპერატურის დარეგულირება შესაძლებელი იქნება კონტეინერზე დაყენებული ღილაკით.



ანალოგიური პრინციპით ვისარგებლებთ გამათბობელი კონტეინერებით, რომელიც ჩაანაცვლებს ღუმელს. მაგიდაში იქნება ჩაშენებული ღუმელებიც, რომლებიც გაათბობენ ქვაბში და ტაფაზე არსებულ საჭმელს. ეს საკმაოდ უსაფრთხო და კომფორტული გადაწყვეტილებაა.



სამზარეულოში ასევე იმუშავებს სისტემა, რომლებიც შემოგთავაზებთ რეცეპტებს თქვენი საკვები პროდუქტების რაოდენობის მიხედვით. ასე რომ, სისტემა რეცეპტს შემოგთავაზებთ ერთი პომიდორისთვისაც. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ რეცეპტი გაჩნდება მაგიდაზე და არ იქნება საჭირო გაათავისუფლოთ ადგილი თქვენს სმარტფონებსა და პლანშეტებში.



"ჭკვიანი" იქნება არა მხოლოდ გათბობის დან გაციების სისტემები, არამედ წყლის და ნაგვის სისტემაც.



თუ სისტემა აღმოაჩენს, რომ წყალი დაბინძრებული მას გაუშვებს ნიჟარაში, რომელშიც დაგროვდება წყალი და შემდეგ ის გადაიღვრება კანალიზაციის სისტემაში. თუ სისტემა აღმოაჩენს, რომ წყალი სუფთაა ის მოხვდება მეორე ნიჟარაში და მისი გამოყენება მოხდება ჭურჭლის სარეცხ მანქანაში.



სანაგვე ყუთებს კი ჩაანაცვლებს სისტემა, რომელიც იმუშავებს შემდეგი პრინციპით: ჩვენ თავად ვანაწილებთ ნაგავს სხვადასხვა უჯრებში, შემდეგ კი ეს ნაგავი იპრესება. მსგავსი სისტემა შესაძებლობას გვაძლევს თავი დავაღწიოთ სანაგვე ყუთებს და ვიზრუნოთ ეკოლოგიაზე.