ეს 10 შეკითხვა აუცილებლად უნდა დაუსვას საკუთარ თავს ყველა ადამიანმა

ეს 10 შეკითხვა აუცილებლად უნდა დაუსვას საკუთარ თავს ყველა ადამიანმა
ჩვენ შევადგინეთ 10 შეკითხვა, რომელიც გაათავისუფლებს თქვენს გონებას! ამ შეკითხვებზე არ არსებობს სწორი ან არასწორი პასუხები, თუმცა ზოგჯერ სწორად დასმული შეკითხვა უკვე არის პასუხი. გადახედეთ მათ, ეს ერთ წუთზე მეტს არ წაგართმევთ, სამაგიეროდ რეზულტატს იგრძნობთ მომენტალურად.
  1. რა ასაკს მისცემდით საკუთარ თავს, რომ არ გცოდნოდათ თქვენი წლოვანება?
  2. თქვენ აკეთებთ იმას, რისიც გჯერათ თუ ცდილობთ დაიჯეროთ იმის, რასაც აკეთებთ?
  3. რას აკეთებთ ცხოვრებაში სხვაგვარად, რასაც სხვა ადამიანები არ აკეთებენ?
  4. გახსოვთ როგორ ძლიერ გაბრაზებული იყავით 5 წლის წინ? ახლა ამას აქვს მნიშვნელობა?
  5. გაქვთ შეგრძნება, რომ დღევანდელი დღე მანამდეც ბევრჯერ განმეორებულა?
  6. თუკი ყველა, ვისაც იცნობთ მოკვდებიან ხვალ, ვის მოინახულებდით დღეს?
  7. რომ შეგეძლებოდათ გამხდარიყავით საკუთარი თავის მეგობარი, გენდომებოდათ კი ასეთი მეგობარი?
  8. რა სხვაობაა ცხოვრებასა და არსებობას შორის?
  9. თუ ახლა არა, მაშინ როდის?
  10. გადაწყვეტილებებს იღებენ აქ და ახლა. შეკითხვა ასეთია: თქვენ თავად იღებთ გადაწყვეტილებებს, თუ სხვა ვინმე აკეთებს ამას თქვენს მგივრად?

სტატიის წყარო:b2p.ge