5 კითხვა, რომელზეც პასუხი არ არსებობს
არსებობს ისეთი ტიპის შეკითხვები, რომლებზე პასუხის გაცემა ტყუილუბრალო მცდელობა იქნება. მსგავსი სტიპის კითხვები ადამიანს საკუთარი თავის მიმართ რთულ პერიოდში უჩნდება.
გამოიყოფა საკუთარი თავისთვის დასმული 5 შეკითხვა, რომელიც ადამიანს ტკივილს აყენებს, აბნევს და არასრულფასოვნების კომპლექსს უღვიძებს.
1. რატომ ვარ აქ?
არ აქვს მნიშვნელობა, ამ კითხვის დასმამდე რა სიტუაცია მიგიყვანთ: წარუმატებელი ქორწინება, ქირურგია, ლატარიის ბილეთი თუ ავტობუსი, თქვენ არასოდეს უნდა შეწყვიტოთ წინსვლა. როგორ გაურკვეველ ან უარყოფით ვითარებაშიც არ უნდა აღმოჩნდეთ, ერთადერთი გზა გამოსავლის ნახვაა. შეკითხვას: ,,რატომ მოვხვდი აქ?“ თქვენი გონება წარსულისკენ მიჰყავს და ნაცვლად გადაწყვეტილების მიღებისა, ჩივილსა და წუწუნს იწყებთ.
2. რატომ მაინცდამაინც მე?
ეს შეკითხვა მსხვერპლის როლის თამაშს მოასწავებს. მსხვერპლის ფსიქოლოგია ისეა მოწყობილი, რომ მათ ჰგონიათ, ყველაფერი ცუდი მხოლოდ მათ ემართებათ. ასეთ ადამიანებს სიტუაციის შეცვლა და კონტროლი არ შეუძლიათ. გამოსავლის მონახვის ნაცვლად, იმაზე კონცენტრირდებიან, რომ მსხვერპლები მხოლოდ თვითონ არიან.
თუკი თქვენც მსგავსად ფიქრობთ, დაუსვით თავს შეკითხვა: თუ არა თქვენ, მაშ რატომ სხვა?
3. როგორ დავიკლო წონაში?
ეს კითხვა თითქოს სულაც არ ჟღერს ცუდად, თუმცა ადამიანები, რომელთაც წონა აწუხებთ, გამუდმებით სვამენ ამ შეკითხვას და მის განხორციელებაზე ნაკლებად ზრუნავენ. თუკი თავს კითხავთ: ,,რატომ უნდა დავაგდო წონა?“ და პასუხსაც დამაჯერებელს იპოვით, მაშინ აუცილებლად დაიწყებთ მოქმედებას.
4. ,,რატომ არ მესაუბრება არავინ?“
. . და თითონ რატომ არ ესაუბრებით არავის? თუკი ურთიერთობის ინტერესს არ გამოიჩენთ, არავინ დაგიჯდებათ გვერდით ბაასის გასაბმელად. ჯობს, კითხოთ საკუთარ თავს, რატომ არ ცდილობთ სხვებისთვის თავის წარდგენას.
5. ,,ბოლოს და ბოლოს, როდის მივაღწევ წარმატებას?“
გსმენიათ ,,ღამენათევი წარმატების ისტორიის“ შესახებ? წარმატების მოსაპოვებლად წლების მანძილზე შრომა, ენერგიის ჩადება, დღისა და ღამის გასწორებაა საჭირო. დაუსვით თქვენ თავს შეკითხვა, რა გააკეთეთ წარმატების მისაღწევად? თუკი წლებია ტექნიკური დანადგარივით განუწყვეტლივ მუშაობთ, ე.ი. სტრატეგიის შეცვლა გმართებთ. ნუ იქნებით უსამართლოდ უკმაყოფილო.