რა დახმარებას ითხოვდა "საბი" სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე?

რა დახმარებას ითხოვდა "საბი" სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე?
სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე "საბი" იგივე, ბექა ბერიანი დახმარებას ითხოვდა.

როგორც პრესა-ს მისმა მეგობარმა, გიორგი ჩხარტიშვილმა განუცხადა, მას სავარაუდოდ ერთ პიროვნებასთან ჰქონდა კონფლიქტი.

"მე ძალიან ახლოს ვიცნობდი „საბის“ და ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი რაც მოხდა. ის სექსუალური მუშაკი იყო. ამიტომაც არ არის გამორიცხული, რომ ერთ-ერთი „სექს-მუშაკის“ მომსახურეობის დროს კონფლიქტის შედეგად მომკვდარიყო. ბოლოს ერთი კვირის წინ ვნახე "საბი", ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა და ბევრ საკითხებზე ვისაუბრეთ. როგორც, იცით ჩვენ სოციალური პროგრამებისა და გენდერული თანასწორობის ცენტრი გავქვს. ამ ცენტრის მეშვეობით „საბი“ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენგან დახმარებას ითხოვდა. ჩვენ მაქსიმალურად ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში დავეხმარეთ მას. „საბის“ კონლფლიქტი ერთ-ერთ პიროვნებასთან ჰქონდა, შიდა დაპირისპირება ჩვენ ყოველთვის გვაქვს ერთმანეთში და არ გამოვრიცხავ რომ ეს ამის მიზეზიც ყოფილიყო", - აცხადებს ჩხარტიშვილი.
სტატიის წყარო:primetimenews.ge