ტრანსგენდერ საბის მკვლელობაში ბრალდებულის პირველი კომენტარი
10 ნოემბრის ღამეს პეკინის ქუჩაზე სასტიკად მოკლული ტრანსგენდერის, ბექა ბერიანის, იგივე საბის მკვლელობის ფაქტზე ძალოვანებმა 1988 წელს დაბადებული, თბილისში მცხოვრები ლევან კოჭლაშვილი დააკავეს, რომელსაც ბრალად ედება ბერიანის განზრახ მკვლელობა.
"ბრალდებულმა ბექას რამდენიმე თვის წინ ფული ასესხა და ამ თანხის უკან
დაბრუნებას ითხოვდა. ამის გამო შელაპარაკდნენ, რასაც მოჰყვა მკვლელობა", - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში. ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, თუმცა დეტალები სასამართლოზე გახდება ცნობილი.
"იმედის კვირამ" ტრანსგენდერ საბის მკვლელობაში ბრალდებულის პირველი კომენტარი გაავრცელა. როგორც ლევან კოჭლაშვილი ამბობს, იმ შემთხვევამ მისი ცხოვრება თავდაყირა დააყენა.
"ეს იყო შემთხვევა, რამაც ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა.
ფიქრი, რომ შემთხვევის ადგილიდან მალევე მივმალულიყავი, როცა გონზე მოვედი, გაქრა", - განაცხადა კოჭლაშვილმა.