მინდა გაგიზიაროთ სამკურნლო ღვინის რეცეპტი, რომელიც მრავალ დაავადებას ებრძვის

მინდა გაგიზიაროთ სამკურნლო ღვინის რეცეპტი, რომელიც მრავალ დაავადებას ებრძვის
ოდითგანვე ცნობილია, რომ ანწლის ახალგამოწურული წვენი და ნაყენი უხდება შაქრიან დიაბეტს (აწესრიგებს სისხლში შაქრის დონეს), კუჭის წყლულს, ნევრალგიას, ჰეპატიტს, რევმატიზმს, რადუკულიტს.



  • 1 ჩაის ჭიქა წვენში გახსენით 1 სუფრის კოვზი თაფლი და მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ასევე შეიძლება, ანწლის წვენს შეურიოთ თაფლი თანაფარდობით 1:1 და მიიღოთ თითო სუფრის კოვზი ჭამამდე 30 წუთით ადრე.

  • სამკურნალო ნაყენის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ანწლის ხმელი ნაყოფი. დააქუცმაცეთ, 10 გრამს დაასხით 200 მლ ოთახის ტემპერატურის ანადუღარი წყალი, გააჩერეთ 8-10 საათი (საღამოდან დილამდე), გადაწურეთ და დალიეთ დილით, უზმოზე, საუზმემდე ნახევარი საათით ადრე. ყოველდღე ახალ-ახალი ნაყენი უნდა მოამზადოთ.

    მინდა გაგიზიაროთ სამკურნალო ღვინის რეცეპტი

  • ანწლის ნაყოფი გაწურეთ სამფა დოლბანდში, ჩაასხით მინის ჭურჭელში და 3 ლიტრ წვენზე დაამატეთ 2 ჩაის ჭიქა თაფლი. ბოთლს მჭიდროდ დაუხშეთ თავი, საცობს გაუკეთეთ ხვრელი, მასში გაატარეთ შლანგის ერთი ბოთლი, მეორე კი ჩაუშვით წყლიან ჭურჭელში, რათა დუღილის დროს აირები გამოვიდეს. ბოთლი მოათავსეთ თბილ, ბნელ ადგილას. დუღილი რომ დასრულდება, გადაასხით ღვინო მუქი მინის ბოთლში, მჭიდროდ დაახურეთ თავზე და გრილ ადგილას დააწვინეთ. 1-2 თვის შემდეგ ღვინო მზად იქნება. მიიღეთ 50 მლ ჭამის წინ გაციების, ხველის, ანგინის დროს.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი