ზონირების 10 ხერხი, რაც სივრცის სტილურად და პრაქტიკულად გამიჯვნის საშუალებას იძლევა

ზონირების 10 ხერხი, რაც სივრცის სტილურად და პრაქტიკულად გამიჯვნის საშუალებას იძლევა
სტუდიოს ტიპის ბინაში ან ერთოთახიანში საკმაოდ რთულია სივრცის ფუნქციონალურ ზონებად დაყოფა. შედეგად, ინტერიერი გადატვირთულია, არ არის მყუდრო და ცხოვრებისათვის. სახლში რომ ყველაფერი კომფორტულად იყოს, ისარგებლეთ ამ ერთობ სასარგებლო იდეებით!

1. მუშაობა ფერთან


ზონირების აქტუალური და ხელმისაწვდომი სახე - მუშაობა ფერთან. არჩევანი გააკეთეთ ფერთა ერთ გამაზე, ის უნდა შედგებოდეს მაქსიმუმ სამი აქტიური ელფერისგან. დასვენებისა და ძილის ზონები გააფორმეთ მშვიდ ტონებში, ისისნი არ უნდა იწვევედნენ ყურადღებას. აი სასადილო და TV-ზონა კი უნდა აქტიური ფერებით გამოირჩეოდნენე. ჩინებულია აქცენტის გაკეთება ერთ კედელზე. ამისთვის გამოიყენეთ შპალერი საინტერესო პატერნით, მკაფიო საღებავით ან ნაწებები თავისებური და ორიგინალური სიუჟეტებით.



2. ფაქტურული ზედაპირები


დიზაინის გამრავალფეროვნება და ზონებად ოთახის ვიზუალური დაყოფა შესაძლებელია სხვადასხვა, ერთმანეთთან შეხამებადი, ფაქტურების დახმარებით. ეს ხერხი კარგად მუშაობს მონოხრომულ და ლოფტოურ ინტერიერებში. გამოიყენეთ 3D-პანელები, დეკორაციული ბათქაში, ფილები და აგურის იმიტაციის მქონე შპალერები, კედლების მოსაპირკეთებელი ბეტონი, საცობი, აშკარად გამოხატული ტექსტურის მქონე ხე, დეკორაციული შუშა. თქვენ შეგიძლიათ კონტრასტულ გადაწყვეტილებებსაც მიმართოთ, რელიეფური ზედაპირები გამოიყენოთ წყვილში პოლირებულთან და პირიქით, ერთდროულად შეახამოთ რამდენიმე ფაქტურული მასალა (მაგალითად, აგური და ხე).



3. განათება, როგორც ზონირებადი ელემენტი


შუქი შეიძლება გახდეს მძლავრი ინსტრუმენტი ინტერიერში ზონების განაწილების საკითხში. ამ ამოცანას ძალიან ეფექტურად უმკლავდება ჭერში ჩადგმული ნათურები. სასურველია ისარგებლოთ მიმართული შუქის წყაროები იმისათვის, რომ სურვილის მიხედვით შეიძლებოდეს განათების სცენების შეცვლა.

ამის გარდა, ინტერიერში გამოიყენეთ ტორშერები, ბრა (კედლის შანდალი), სამაგიდო ნათურები, ავეჯისა და სარკეების მანათობლები. უფრო მყუდრო ატმოსფეროს შესაქმნელად გამოდგებიან თბილი ყვითელი შუქის ნათურები. თუ საჭიროა სათავსოს ვიზუალური გაფართოება, მაშინ უპირატესობა მიანიჭეთ ბუნებრივი განათების ეფექტის მქონე ლამპებს. დაიმახსოვრეთ, რომ სამუშაო და აქტიური ზონები კარგად უნდა ნათდებოდნენ, ხოლო განტვირთვის ადგილებში შუქი უნდა იყოს რბილი და დაწეული.



4. ფუნქციების მკაფიო განაწილება


თუ თავდაპირველად სწორად დავყობთ სათავსოს ფუნქციონალურ ზონებად, მაშინ ზონირების მრავალი ხერხის გამოყენება უბრალოდ არ იქნება საჭირო. რათქმაუნდა, ეს ვარიანტი უფრო უხდება კვადრატული მეტრებით შეუზღუდავი და გაშლილი ოთახებისათვის. მაგალითად, ერთ კედელთან განთავსებულია სამზარეულო, მეორესთან სასტუმრო ზონა, ხოლო სასადილო შეიძლება მათ შორის მოთავსდეს ან ფანჯარასთან. აი საწოლი კი იმ ადგილას უნდა დაიდგას, რომელიც იშვიათად მიიქცევს ყურადღებას.



5. აკურატული თაღი



მრგვალი თაღი კარგად შეეწყობა ნებისმიერი ფართის მქონე სათავსოს. ვიზუალურ ხედში ის სრულიად არ შთანთქავს კვადრატულ მეტრებს. განსაკუთრებული ჰარმონიით ასეთი ელემენტი შეეწყობა მაღალჭერიან ინტერიერს. თაღი გამოიყურება აკურატულად, ეშხიანად, ლამაზად და ითვლება კლასიკურ ინსტრუმენტად მცირე ერთოთახიანების ზონირებისათვის.