აი, როგორ მოირჩინა დედაჩემმა საშვილოსნოს ფიბრომა

აი, როგორ მოირჩინა დედაჩემმა საშვილოსნოს ფიბრომა
მინდა გიამბოთ, როგორ მოირჩინა დედაჩემმა საშვილოსნოს ფიბრომა. ექიმები ოპერაციას გვირჩევდნენ, მაგრამ დედა არ დათანმხდა, დაიწყო ბალახებით მკურნალობა და განიკურნა კიდეც. აი როგორ მოიქცა იგი: პირველ რიგში, უარი თქვა ხორციან კერძებზე, იკვებებოდა მხოლოდ ბოსტნეულით, ბურღულითა და ხილით. შემდეგ შევიძინეთ უამრავი წიგნი სამკურდანლო მცენარეების შესახებ და ფიბრომის სამკურნალო მრავალი რეცეპტიც აღმოვაჩინეთ.

  • თავდაპირველად მოვამზადეთ ასეთი წამალი: 1 ჭიქა კედრის კაკას დავასხათ 0,5 ლ კონიაკი და შევურიეთ 50 გრ ტყის გვიმრა ( მთის ჩადუნა) 10 დღე გავაჩერეთ სიბნელეში. ამის შემდეგ დედამ დაიწყო ნაყენის მიღება საჩაროზე კოვზით დღეში 3-ჯერ.

    გარდა ამისა მივაგენით რეცეპტს, რომელიც გამოიყენება ქალური დაავადებების, ონკოდაავადებების, პოლიართრიტებისა და ასაკობრივი ცვლილებების დროს.
  • 1 კგ კედრის კაკალი, 0,5 ლ თაფლი და 1 ბოთლი არაყი ერთმანეთში აურიეთ, 21 დღე გააჩერეთ სიბნელეში და დღეგამოშვებით შეანჯღრიეთ. შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ 1 ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე.

    ამ ყველაფერთან ერთად დედაჩემი იღებდა ფიჭვის ტოტების აბაზანებს და სვამდა ფიჭვის წიწვების ჩაის, რომელიც თურმე იმუნიტეტსაც აძლიერებს...
  • 3 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ფიჭვის წიწვი, ერთი მუჭი ხახვის ფურცელი და 2-3 მუჭი ასკილის ნაყოფი ერთმანეთში აურიეთ, დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი და დილამდე გააჩერეთ თერმოსში, მეორე დღეს გაწურეთ და მიირთვით.

  • ფიჭვის კვირტებისგან მზადდება უგემრიელესი სიროფიც. აპრილსა და მაისში, როცა ფიჭვის კვირტები საკმაოდ დიდია, მაგრამ გაუხეშებული ჯერ არ არის, დაკრიფეთ, გარეცხეთ ცივი წყლით, გააშრეთ და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, შემდეგ აიღეთ სტერილიზებული სამლიტრიანი ქილა, მესამედი აავსეთ კვირტებით და დაასხით შაქრის ცხელი სიროფი ( წყლისა და შაქრის თანაფარდობა -1:2). დედაჩემი სვამდა 1/2 ჭიქას ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ეს სიროფი ძალიან კარგია ავიტამინოზისა და გაციების პროფილაქტიკისთვის, ამიტომ დედა ჩვენც გვასმევდა -დილა-საღამოს თითო ჩაის კოვზს.

3 თვის შემდეგ დედაჩემი ისევ მივიდა ექიმთან და გააოცა - ფიბრომა საგრძნობლად დაპატარავებული აღმოჩნდა. დედა ამ წამლებით დღესაც მკურნალობს.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი