გულის უკმარისობის სამკურნალოდ ვცადე რამდენიმე ხალხური რეცეპტი, უკვე აღარ მეშინია, რადგან გული უწინდებურად ძგერს

ასაკში რომ შევედი, გულმა ნიშანი მომცა, დიდი დატვირთვისას ჩემი იმედი ნუღარ გექნებაო. სოფლად დიდი მეურნეობა მაქვს, ამიტომ გულის ნება - სურვილს ვერ დავემორჩილებოდი და მის მომაგრებაზე დავიწყე ზრუნვა. ვცადე რამდენიმე ხალხური რეცეპტი და, თქვენ წარმოიდგინეთ, მიშველა - საგაზაფხულო სამუშაოებისა უკვე აღარ მეშინია, რადგან ვგრძნობ, გული უწინდებურად ძგერს.
სიამოვნებით გაგიზიარებთ ამ რეცეპტებს.

  • დანაყეთ 350 გრამი ნიორი და და მოათავსეთ ფართოყელიან ქილაში, 24 საშუალო ზომის ლიმონი გამოწურეთ და წვენი დანაყილ ნიორს დაასხით. ქილას თავზე დოლბანდის ნაჭერი შემოახვიეთ და 24 საათით სიბნელეში დადგით.
    წამალი სვით დღეში ერთხელ, ძილის წინ. დალევამდე 1 ჩაის კოვზ ნარევს დაასხით 100 მლ წყალი, კარგად აურიეთ და ისე მიიღეთ. პირველ ეფექტს მკურნალობის დაწყებიდან 15-17 დღის შემდეგ შეამჩნევთ: მოგიწესრიგდებათ ძილი, შეგიმცირდებათ ქოშინი და დაღლილობის შეგრძნებაც გაგიქრებათ.

  • ამავე მიზნისთვის გამოდგება მეორე წამალიც: აიღეთ 10 ცალი ლიმონი და ნივრის 10 საშუალო ზომის თავი. გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და დაასხით 1 კგ თაფლი. ფართოყელიან ჭურჭელში მოთავსებული ნარევი, ასევე დოლბანდით პირმოკრული, შვიდი დღით დადგით სიბნელეში. შვიდი დღის შემდეგ მიიღეთ 4 ჩაის კოვზი ნარევი დღეში ერთხელ, ერთ ჯერზე, ძილის წინ. ოღონდ ერთბაშად კი არ ჩაყლაპოთ, ჯერ ერთი კოვზი გაიჩერეთ პირში, ნელ - ნელა გაღეჭეთ და გადაყლაპეთ, შემდეგ - მეორე, მესამე და მეოთხე.

მკურნალობის კურსი 2 თვეს გრძელდება, ამ ხნის განმავლობაში ერთი დღის გამოტოვებაც კი არ შეიძლება.