თუ გულის პრობლემები გაწუხებთ, მაშინ აუცილებლად გაეცანით ამ სამკურნალო რეცეპტებს!
ხანში რომ შევედი, გულმა შემაწუხა. არადა, მთელი ოჯახი ჩემს იმედზეა, ამიტომ მოდუნების უფლებაც არ მაქვს. არც ექიმებთან სიარული მიყვარს და არც წამლების სმა. ვცადე რამდენიმე ხალხური რეცეპტი. მიშველა - უკვე აღარ მეშინია, რადგან ვგრძნობ, გული უწინდებურად ძგერს. სიამოვნებით გაგიზიარებთ ამ რეცეპტებს.
#1 რეცეპტი
ინგრედიენტები:
მომზადების და გამოყენების წესი:
დანაყილ 350 გრ ნიორს დააწურეთ 24 ც საშუალო ზომის ლიმონი. ქილას თავზე დოლბანდის ნაჭერი შემოახვიეთ და 24 საათით სიბნელეში დადგით. სვით დღეში ერთხელ, ძილის წინ. დალევამდე 1 ჩ/კ ნარევი 100მ მლ წყალში კარგად გაქენით. პირველ ეფექტს მკურნალობის დაწყებიდან 15 - 17 დღის შემდეგ შეამჩნევთ: მოგიწესრიგდებათ ძილი, შეგიმცირდებათ ქოშინი და დაღლილობის შეგრძნებაც გაგიქრებათ.
#2 რეცეპტი
ინგრედიენტები:
მომზადების და გამოყენების წესი:
ნიორი და ლიმონი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და დაასხით 1 კგ თაფლი. მინის ჭურჭელში მოთავსებული ნარევი ასევე დოლბანდით პირმოკრული, შვიდი დღით დადგით სიბნელეში. შემდეგ მიიღეთ 4 ჩ/კ ნარევი დღეში ერთხელ ძილის წინ, ოღონდ ერთბაშად არ ჩაყლაპოთ, ჯერ ერთი კოვზი გაიჩერეთ პირში, ნელ - ნელა დაღეჭეთ და გადაყლაპეთ, შემდეგ მეორე, მესამე და მეოთხე.
მკურნალობის კურსი 2 თვეა. ამ ხნის განმავლობაში ერთი დღის გამოტოვებაც კი არ შეიძლება.
ექიმის კომენტარი:
ნიორი ხალხურ მედიცინაში ცნობილია, როგორც ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო საშუალება, იგი აუმჯობესებს სისხლძარღვთა სანათურის გამავლობას და ზოგადად გულ - სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციას. ლიმონი კი სისხლის რეოლოგიურ თვისებებს აწესრიგებს, აქვს გარკვეული ანტიკოაგულაციური ეფექტი. ამრიგად, ნივრისა და ლიმონის კომბინაცია ერთად საკმაოდ კარგ შედეგს იძლევა სისხლძარღვოვანი უკმარისობის დროს. მაგრამ ამასთანავე აუცილებლად გაიარეთ კარდიოლოგის კონსულტაცია, რათა გულის სისხლძარღვთა ( ანუ კორონარების ) სერიოზული დაზიანება გამოირიცხოს და თავიდან ავიცილოთ გართულებები.
#1 რეცეპტი
ინგრედიენტები:
- 350 გრ ნიორი
- 24 ც ლიმონი

- 10 ლიმონი
- 10 თავი ნიორი
- 1 კგ თაფლი