კლავს თუ არა ტვინის კიბოს უჯრედებს მორიელის შხამი?! ამერიკელი მეცნიერების წარმატებული კვლევა

კლავს თუ არა ტვინის კიბოს უჯრედებს მორიელის შხამი?!  ამერიკელი მეცნიერების წარმატებული კვლევა
ამერიკელმა მეცნიერებმა მიაგნეს ტვინის კიბოს სამკურნალო ახალ საშუალებას - მორიელის შხამს, რომელსაც იოდის რადიოაქტიურ იზოტოპს უკავშირებენ. ამ უჩვეულო პრეპარატის შექმნის იდეა მას შემდეგ დაიბადა, რაც მორიელის შხამის შემადგენლობაში შემავალი ერთ - ერთი ცილის უნიკალური თვისება აღმოაჩინეს - ამ ცილას აქვს უნარი, დაუკავშირდეს გლიომის (ტვინის კიბოს განსაკუთრებით გავრცელებული სახეობის ) უჯრედებს. მორიელის შხამის ხსენებულ თვისებას იმისთვის იყენებდნენ, რომ კიბოს უჯრედებამდე მიეტანათ რადიოაქტიური ნივთიერება, რომელიც დამღუპველად მოქმედებს სიმსივნურ წარმონაქმნზე. ამისთვის შეიქმნა პრეპარატი TM - 601- მორიელის შხამის ხელოვნური პროტეინი, რომელსაც რადიაქტიურ იზოტოპს იოდ - 131 -ს უმატებდნენ.

კლავს თუ არა ტვინის კიბოს უჯრედებს მორიელის შხამი?!  ამერიკელი მეცნიერების წარმატებული კვლევა

OI - 601 პაციენტის სისხლში ინექციის სახით შეჰყავთ. ამასთანავე, პროცედურა შეიძლება ჩატარდეს ამბულატორიულ პირობებში. პრეპარატი სისხლის მეშვეობით აღწევს ტვინში და გლიომის უჯრედებს "ეწებება". ამის შემდეგ ხდება რადიოაქტიური იოდის კიბოს უჯრედების "მკვლელის" - გამოთავისუფლება. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ პირველი კვლევები წარმატებული აღმოჩნდა - პრეპარატის ზემოქმედებით სიმსივნე გაიწოვა და გაიზარდა პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობა. ამასთანავე, პრეპარატი საკმაოდ უსაფრთხო აღმოჩნდა: რადიაციული დატვირთვა, რომელსაც პაციენტები მისი შეყვანისას იღებდნენ, უფრო დაბალი იყო, ვიდრე ჩვეულებრივი სხივური თერაპიის გამოყენებისას. გარდა ამისა, პრეპარატი მთლიანად გამოიყოფოდა შარდთან ერთად. ახალი ნივთიერების კვლევა გრძელდება. თუ ის წარმატებით დასრულდა, შესაძლოა, პრეპარატი ყველაზე აგრესიული სიმსივნის წინააღმდეგ მკურნალობის ახალ, ეფექტურ მეთოდად იქცეს.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:იცნობდე რათა დაამარცხო