ერთი შეხედვით, ეს ვიწრო ხუხულაა სათბურით. როდესაც მფლობელები შიგნით მიგიწვევენ, აღფრთოვანდებით!

ერთი შეხედვით, ეს ვიწრო ხუხულაა სათბურით. როდესაც მფლობელები შიგნით მიგიწვევენ, აღფრთოვანდებით!
ყოველთვის მსურდა, ქალაქისგან მოშორებით მეცხოვრა, მემოგზაურა და უბრალოდ ბუნებასთან ახლოს ვყოფილიყავი. სახლი ბორბლებზე - საუკეთესო გადაწყვეტაა მათთვის, ვისაც არ უყვარს ერთი ადგილისადმი მიჯაჭვულობა. გარდა ამისა, შეგიძლია დაივიწყო იპოთეკის შესახებ.

უამრავი მსგავსი სახლი მაქვს ნანახი, მაგრამ ფურგონი „ელზა“ მართლაც განსაკუთრებულია. ჯერ ერთი, ეს გახლავთ მოძრავი ტრეილერი, ამიტომ შგიძლია მოიარო მთელი მსოფლიო.

ერთი შეხედვით, ეს ვიწრო ხუხულაა სათბურით. როდესაც მფლობელები შიგნით მიგიწვევენ, აღფრთოვანდებით!

მეორეც, გასაოცარია მისი შიდა დიზაინიც. არადა, ფურგონის ფართობი სულ რაღაც 30 კვ.მ-ია, მაგრამ მასში ყველაფერი საჭიროა მოთავსებული.
კოტეჯი „ელზა“ კომპანიამ Olive Nest შეიმუშავა სამხრეთ კაროლინაში. მიუხედავად პატარა ფართობისა, ეს სახლი არარეალურად ტევადია. გარედან შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს ღვავილების მაღაზიაა, მაგრამ შიგნით როცა აღოჩნდებით, გაოცებას ვერ დამალავთ!

გგონიათ, თქვენს წინაშე ვიწრო ხუხულაა? ცდებით! 30 კვ. მეტრში მოთავსდა მისაღები, სამზარეულო, სასადილო, სააბაზანო და სხვენიც კი, სადაც საწოლია განთავსებული.

„ელზაში“ ძალიან ჰარმონიულადაა მოდერნის ელემენტები და რუსტიკალური სტილები შერწყმული. ასეთ მისაღებში სტუმრობა ნამდვილი სიამოვნებაა!


არ გსურს ხალხმრავლობაში გაერიო? მაშინ შეგიძლია გასაშლელ სავარძელზე განმარტოვდე.


სამზარეულოში ღუმელი, მაცივარი და ნიჟარაა თანამედროვე ონკანით.


სააბაზანო ელეგანტურად და თანამედროვედ გამოიყურება.


როგორც ხედავთ, ამ ყუდრო სახლში ყველაფერს თავისი ადგილი აქვს მიჩენილი.


სახლში მუდამ სინათლე შემოდის!


საძინებელი სხვენი - ამ სახლის ჩემი საყვარელი ადგილია. რა სასიამოვნოა აქ გაღვიძება!




სახლის მთავარი კოზირი - სათბურია, რომელიც კოტეჯზეა მიმაგრებული. აქ მთელი წლის განმავლობაში გაახარებ ხილსა და ბოსტნეულს, ასევე ყვავილებს.




სასიამოვნო ბონუსი - სახლის ზღურბლზე ხის საქანელები გელით. უარს არ ვიტყოდი აქ ჩაის დალევაზე საღამოობით.


ფურგონი „ელზა“ - მართლაც საოცარი სახლია ბორბლებზე, რომელიც ჰარმონიითა და სიმყუდროვითაა აღსავსე. ხანდახან გაოცებას ვერ მალავ, რა ფართო ნაბიჯებს დგამს ადამიანის აზროვნება და ნიჭი! ამ ფურგონის ინჟინერები საქმეს 100%-ით გაუმკლავდნენ!