გული ძილში რომ არ გაგიჩერდეთ! დავამარცხოთ ჰიპერტონია ერთხელ და სამუდამოდ...

გული ძილში რომ არ გაგიჩერდეთ! დავამარცხოთ ჰიპერტონია ერთხელ და სამუდამოდ...
სელის ლათინური სახელწოდება გახლავთ Linum usitatissimum - სასარგებლო სელი. ვინ იფიქრებდა, რომ ამ პატარა თესლებს ასეთი საოცარი ძალა აქვთ! უნიკალური შემადგენლობის წყალობით, სელის თესლი კურნავს უამრავ დაავადებას: შეკრულობიდან - გულის პრობლემებამდე.

სელის თესლი ყველასათვის სასარგებლოა, ვინც დიეტას იცავს, რადგან მდიდარია ადვილად ათვისებადი ცხიმებითა და უჯრედისით, რისი წყალბითაც მალევე გრძნობ დანაყრებას და ნებისმიერი პროდუქტის ფასეულობა მაღლდება. ნახშირწყლები კი მასში ცოტაა!



სელის სასარგებლო თვისებების ძირითადი ხელისშემწყობი 3 კომპონენტია: უჯრედისი, პოლი-უჯერი ცხიმიანი მჟავები, ლიგნანები. В ჯგუფის ვიტამინები, Е ვიტამინი, მაგნიუმი, ფოსფორი, კალიუმი, ნიკელი, მარგანეცი, მილიბდენი, კობალრი და ქრომი კი აძლიერებს სამკურნნალო ეფექტს.

უჯრედისი
უჯრედისის ბოჭკოები, ხსნადი და არახსნადი, აკონტროლებს სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონეს, ბლოკავს მათ შეწოვას ნაწლავებში.

ცხიმიანი მჟავები

ომეგა-3-ის ყველაზე დიდი წყარო. ეს მინარევები უჯრედისული მემბრანების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კომპონენტია, აუმჯობესებს სისხლის მიდინებას და ეწინასღმდეგება თრომბების განვითარებას, რაც ინსულტსა და ინფარქტს იწვევს.