ამოირჩიეთ ამ ჯადოსნური ნივთებიდან ორი და შეიტყვეთ საინტერესო რამ საკუთარ თავზე.

ამოირჩიეთ ამ ჯადოსნური ნივთებიდან ორი და შეიტყვეთ საინტერესო რამ საკუთარ თავზე.
წარმოიდგინეთ, რომ ჯადოსნური ზღაპრის პერსონაჟად იქეცით და ქვემოთ ჩამოთვლილი ნივთებიდან ორის არჩევის უფლება გაქვთ:

1. ჯადოსნური ჯოხი;
2. უჩინმაჩინის ქუდი;
3. მფრინავი ხალიჩა;
4. ჯადოსნური სუფრა;
5. ჯადოსნური ძაფის გორგალი;
6. გამაახალგაზრდავებელი ვაშლი;
7. ჯადოსნური სარკე;
8. ბროლის ბურთი;
9. ჯადოსნური ხმალი.



ამორჩეული ორი ნივთიდან პირველი იმ ადამიანის პიროვნული მახასიათებელია, რომელიც ამ წამს ძალიან გჭირდებათ, ხოლო მეორე - იმ ადამიანისა, რომლის გარეშეც მარტივად შეძლებთ ცხოვრებას.

ჯადოსნური ნივთების ინტერპრეტაცია

1. ჯადოსნური ჯოხი - საკუთარ ძალებში დარწმუნებული, თავდაჯერებული ადამიანის ნიშანი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი პრობლემის გადაჭრა და ჩანაფიქრის ასრულება.

2. უჩინმაჩინის ქუდი - ძალზედ მოხერხებული, გონებამახვილი და საზრიანი ადამიანის ნიშანი, რომელსაც მიზნების მისაღწევად ბლეფზე წასვლაც კი შეუძლია.

3. მფრინავი ხალიჩა - ძალზედ ჭკვიანი ადამიანი, რომელიც ნებისმიერ სიტუაციას ზემოდან უყურებს და ყველაფერს თვალნათლივ ხედავს. მას არაჩვეულებრივად შეუძლია გუნდში მუშაობა და სწორი გადაწყვეტილების სწრაფად მიღება.

4. ჯადოსნური სუფრა - ახალი იდეების გენერირებისა და რთული სიტუაციებიდან მარტივი გამოსავლის მონახვის უნარი.

5. ჯადოსნური ძაფის გორგალი - ლიდერული თვისებებით გამორჩეული ადამიანის ნიშანი, რომლის გავლენის ქვეშაც ხშირად ექცევიან ადამიანები. მათ მარტივად შეუძლიათ რობლემების გადაჭრა და ყველაფრის ორგანიზება.

6. გამაახალგაზრდავებელი ვაშლი - ტაქტიკური ადამიანის ნიშანი, რომელსაც კარგად შეუძლია სიტუაციის გაანალიზება და სწორი გადაწყვეტილების მიღება. ისინი ძალზედ კეთილსინდისიერები არიან და ხშირად იმსახურებენ პატივისცემას გარშემო მყოფი ადამიანებისგან.

7. ჯადოსნური სარკე - იმ ადამიანის ნიშნი, რომელსაც არაჩვეულებრივად აქვს განვითარებული ინფორმაციის სწორად გადმოცემის უნარი. ეს ადამიანები გამოიურჩევიან მჭერმეტყველებით და საკმაოდ ხშირად ახდენენ დიდ გავლენას ადამიანებზე მხოლოდ საკუთარი სიტყვებით.

8. ბროლის ბურთი - ისეთი ადამიანის დამახასიათებელი ნიშანი, რომელსაც არაჩვეულებრივი წინათგრძნობა აქვს. კარგი ინტუიციის ხარჯზე ისინი ხშირად ახერხებენ მომავლის განსაზღვრას.

9. ჯადოსნური ხმალი - რისკის მოყვარული ადამიანის ნიშანი, რომელიც საკმაოდ ხშირად პრობლემების გადასაჭრელად და მიზნების მისაღწევად ძალას იყენებს. ოცნების მისაღწევად ამა ადამიანებს ნებისმიერ რისკზე შეუძლიათ წასვლა.