შეისწავლეთ თქვენი ხელისგული და შეიტყვეთ ყველაფერი თქვენს შესახებ! სამკუთხედი, ვარსკვლავი ან რომბი?

შეისწავლეთ თქვენი ხელისგული და შეიტყვეთ ყველაფერი თქვენს შესახებ! სამკუთხედი, ვარსკვლავი ან რომბი?
ადამიანის ხელისგული მისი პიროვნების რუკაა. მათ შეუძლიათ იმაზე მეტი გვითხრან ადამიანზე ვიდრე გარეგნობას ან ცხოვრების წესს. ტყულად ხომ არ არსებობს ჯადოსნური მეცნიერება ჰირომანტია. მისი დახმარებით ადამიანები შეისწავლიან ხელისგულს და ადგენენ ხელების რუკას. დღეს ეს ინფორმაცია ყველასათვის ხელმისაწვდომია. ერთი სიმბოლური ნახატის ამოცნობაც კი თქვენი პიროვნების საიდუმლოს გაგიმხელთ. შეისწავლეთ თქვენი ხელები ყურადღებით და მოიძიეთ მასზე FPAPARAZZI ს რედაქციის მიერ შემოთავაზებული სიმბოლოების ნაკრებიდან ერთ-ერთი. შედეგი თქვენს წარმოდგენას გააოგნებს!

  • სამკუთხედი
    თქვენ ხელისგულზე სამკუთხედი იპოვეთ ? მაშინ თქვენ მეგა-ნიჭს ფლობთ! ნებისმიერი ზომის სამკუთხედი მიუთითებს განსაკუთრებული ნიჭის არსებობაზ და რაც უფრო დიდია სამკუთხედი, მით უფრო დიდი შანსი გაქვთ საზოგადოებისთვის ცნობიილი ადამიანი გახდეთ!
  • ვარსკვლავი
    თუ თქვენ ვარსკვლავის ფორმის ფიგურა ამოიკითხეთ, რომელიც პატარა ხაზების გადაკვეთებით შედგება, თქვენ ფლობთ უძლიერეს და სპეციფიურ შესაძლებლობებს. სიცოცხლის ხაზის ზემოთ (საჩვენებელი თითის ქვემოთ) მდებარე ვარსკვლავი მეტყველებს შენზე, როგორც დიდი გონებრივი შესაძლებლობების ადამიანზე, რომელიც მეცნიერებას, ფილოსოფიას და რელიგიას ეძღვნება.
  • რომბი
    ხელისგულზე მდებარე ბედის ხაზი რომბის ერთ-ერთ კედელს წარმოადგენს და ის შეუჩერებელი ავანტიურისტის სულზე მეტყველებს, რომელსაც შეუცნობელის შეცნობის სურვილი ამოძრავებს.ასეთი ადამიანები გამოირჩევიან განსაკუთრებული მამაცობით და უგუნურებითაც კი. თქვენ ამოიკითხეთ რომბი? მაშინ თქვენ მკვლევარი ხართ, თანაც ისეთი, რომელსაც რისკი არ აშინებს. ჩვენ ხომ ვიცით, რომ რისკი -კეთილშობილი საქმეა!
  • თევზი
    ეს ფორმა ძალიან ჰგავს რომბს. თუმცა მისი განსაკუთრებულობა ძირითადი ფორმის ქვემოთ მდებარე სამკუთხედშია, რომელიც თევზის კუდს წააგავს. ადამიანი, რომელიც ასეთ ფიგურას იპოვის ხელზე ის ძალიან რელიგიურია.
  • ნაევარმთვარე
    თუკი თქვენ ამოიკითხეთ ორი ხაზი, რომლებიც გადაკვეთისას ნამგალის ან ნახევარმთვარის ფიგურას ქმნის, თქვენ ფაქტიურად მომავლის წინასწარმეტყველების უნარი გაქვთ. თქვენი ინტუიცია იმდენად ძლიერია, რომ თქვენი ახლობლები სავარაუდოდ არაერთხელ მოგმართავენ რჩევისთვის. ამოიცანით თავი?
  • სამკბილა
    სიცოცხლის ხაზი, ხელისგულზე სამ ნაწილად იყოფა და ქმნის სამკბილას ფიგურას: თქვენ ფაქტიურად უფლის ფარქვეშ ხართ შეფარებული, არაფერს შეუძლია ტკივილი მოგაყენოთ.
  • ჯვარი
    ეს სიმბოლო გვეუბნება, რომ ადამიანი რელიგიურია, მაგრამ არ აქვს მიდრეკილება გამოიკვლიოს ადამიანის სულის შესაძლებლობები. ეს სავარაუდოდ არის ადამიანი, რომელიც ფლობს ზოგიერთ სპეციფიურ რელიგიურ ცოდნას.