გულის შეტევის 6 სიმპტომი, რომელიც მხოლოდ ქალებში ვლინდება. ყურადღებით გაეცანით

გულის შეტევა ქალებს და მამაკაცებს ყოველთვის ერთნაირად არ ემართებათ, წერს WebMD. მაგალითად, ქალები ყოველთვის არ გრძნობენ გულის არეში ტკივილს, შეტევა მათ შემთხვევაში უფრო შეუჩნევლად ხდება.

ყურადღებით გაეცანით ნიშნებს, რომლებიც დაგეხმარებათ თავიდან აირიდოთ უბედურება:

წნევა და გულის ტკივილი

ხანდახან შეიძლება იგრძნოთ წვა გულის არეში, შედეგად ჩნდება ძლიერი დაღლილობა. ეს შეიძლება ნერვებს ან აღელვებას მიაწეროთ. თუმცა, თუ მსგავსი მდგომარეობა გაგიხშირდათ, მიმართეთ ექიმს.

ზურგის, ხელების, ყბის ტკივილი

ტკივილი ამ ადგილებში შეიძლება მიაწეროთ დაღლილობას ან ძვლების ტკივილს. თუმცა, მიზეზი შეიძლება გაცილებით სერიოზული იყოს. ამ სახის ტკივილი ინფარქტის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია.

მუცლის ტკივილი

გულის შეტევის სიმპტომები შეიძლება მოწამვლის ნიშნებში აგერიოთ. ხანდახან ქალები მუცლის არეში წნევას განიცდიან, რომელსაც აღწერებში ძლიერ სიმძიმეს ადარებენ.

ჰაერის უკმარისობა, გულისრევა და თავბრუსხვევა

ეს სამი სიმპტომი გულის სეტევის მუდმივი თანმდევებია. თუ მათ კიდევ სხვა ნიშნებიც ერთვის, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

მეტისმეტი ოფლაინობა

ეს გახლავთ ყველაზე გავრცელებული სიმპტომი ქალებში და მას სტრესებს უკავშირებენ. დაიმახსოვრეთ: თუ ადრე მსგავსი რამ არ აღგენიშნებოდათ, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

ძლიერი დაღლილობა

თუ ხანგრძლივი დასვენების შემდეგაც ძლიერ დაღლილობას გრძნობთ და მარტივი მოქმედების შესრულებაც არ შეგიძლიათ, ეს საგანგაშო ნიშანია. როდესაც კიბეზე ასვლისას უაერობა გეწყებათ, ეს გახლავთ მიზეზი, სასწრაფოდ მიხედოთ ჯანმრთელობას.

რისკის ფაქტორები:
  • ასაკი ძირითადი ფაქტორია, 55 წელს გადაცილებული ქალებისთვის განსაკუთრებით.
  • სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე
  • დიაბეტი
  • ცხიმიანი საკვების მიღება
  • მოწევა
  • ჭარბწონიანობა
  • ფიზიკური დატვირთვის უქონლობა
  • სტრესები
  • გენეტიკა


რისი გაკეთება არ შეიძლება გულის შეტევის დროს:

თუ გრძნობთ გულის შეტევის სიმპტომებს:
  1. ნუ გადადებთ ექიმის გამოძახებას, თუნდაც გეჩვენებოდეთ, რომ მალე უკეთ გახდებით.
  2. ნუ გაემართებით საავადმყოფოში დამოუკიდებლად. სასწრაფო გჭირდებათ.
  3. ნუ სთხოვთ მეგობრებს და ათესავებს, წაგიყვანონ. სასწრაფო უფრო სწრაფია.
  4. ნუ მოახდენთ გრძნობების ინგორირებას. ნუ შეგეშინდებათ, პანიკიორი გამოჩნდეთ. ნებისმიერი სიმპტომი უმჯობესია შეამოწმოთ.


თუ სრულად გაეცანით ჩვენს სტატიას, ჩამოგიყალიბდათ გარკვეული მოსაზრებები, გთხოვთ გაგვიზიარეთ ის კომენტარებში. ასევე არ დაივიწყოთ გაუზიაროთ ეს ინფორმაცია მეგობრებს.ყოველი თქვენი აქტივობა საიტს განვითარებაში ეხმარება.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

რამდენი ხანია რაც ჩვენი საიტით სარგებლობთ?

 

რეკლამა