საუკეთესო პარტნიორები საწოლში ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

თქვენ ალბათ ფიქრობთ რა კავშირი უნდა ქონდეს ზოდიაქოს სექსუალურ ცხოვრებასთან, მაგრამ ამბობენ, რომ მგრძნობიარე სექსი ბედნიერი დასასრულით იწერება თქვენი ვარსკვლავების მიერ.

გაგაცნობთ თუ რას გვეუბნება თქვენი ზოდიაქოს ნიშანი თქვენს მგრძნობიარობაზე და რომელი ზოდიაქოს ნიშანია შეთავსებადი თქვენს ნიშანთან საწოლში საუკეთესო პარტნიორობისთვის.

1. ვერძი

21 მარტიდან 19 აპრილამდე: ვერძები საკუთარ თავში დარწმუნებულები და ცოტათი აგრესიულები არიან სექსუალური აქტის დროს. მის პოტენციურ შეთავსებად პარტნიორებს ეზიზღებათ ემოციური დრამა, მოსწონთ მისი აგრესია და მიყვებიან ყველა მის ინსტრუქციას.

შეთავსებადი პოტენციური ზოდიაქოს ნიშნებია: ლომი, სასწორი, ტყუპები და მორიელი

2. კურო

20 აპრილიდან 20 მაისამდე: თქვენ უფრო მგრძნობიარე ხართ, ვიდრე სექსუალური. კარგად იცით სვლები თუ როგორ მოხიბლოთ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელი. კარგად გამოგდით არომატის, ხმის და შეხების საშუალებით პარტნიორში გრძნობების გაღვიძება.

შეთავსებადი პოტენციური ზოდიაქოს ნიშნებია: მორიელი, კირჩხიბი, ქალწული, თხის რქა

3. ტყუპები

21 მაისიდან 21 ივნისამდე: ტყუპების ნიშნის წარმომადგენლები შეიძლება იყოთ მგზნებარეები და ცეცხლოვანები. ძალიან ჭკვიანები ხართ, რის გამოც სექსში შემოქმედებითობას ანიჭებთ უპირატესობას. მოგწონთ სექსი უჩვეულო ადგილებშიც და არ გრცხვენიათ გარყვნილ თემებზე საუბრების.

შეთავსებადი პოტენციური ზოდიაქოს ნიშნებია: ვერძი, ტყუპები, მშვილდოსანი, მერწყული

4. კირჩხიბი

22 ივნისიდან 22 ივლისამდე: თქვენ მოგწონთ შემოქმედებითი და მგრძნობიარე სასიყვარულო ურთიერთობა. თქვენში ჯერ სიყვარულმა უნდა გაიღვიძოს, სანამ სექსზე დასთანხმდებით პარტნიორს. თქვენ ხართ ინტუიტიური და ადვილად გრძნობთ თუ რა უნდა თქვენს პარტნიორს.

შეთავსებადი პოტენციური ზოდიაქოს ნიშნებია: კურო, ლომი, თხის რქა, თევზები

5. ლომი

23 ივლისიდან 22 აგვისტომდე. გაქვთ მძლავრი სექსუალური ენერგია. ხართ მიმზიდველი, ვნებიანი და ყურადღებიანი საყვარელი. თქვენი სხეულის ყველაზე ეროგენული ზონაა ზურგი.

შეთავსებადი პოტენციური ზოდიაქოს ნიშნებია: მორიელი, ვერძი, მშვილდოსანი, ლომი

6. ქალწული

23 აგვისტოდან 22 სექტემბრამდე:ქალწულები ითვლებიან უმანკოებად და უბიწოებად. ქალწულის ნიშნის წარმომადგენლის სხეული სავსეა ენერგიით და ეს ნიშანი შეიძლება იყოს მეტად სექსუალური და მგრძნობიარე. ამ ნიშნის წარმომადგენლები გარეგნულად მშვიდები არიან თუმცა ეს წარმოდგენა მცდარია. მათში უსაზღვრო ვნება ტრიალებს.

შეთავსებადი პოტენციური ზოდიაქოს ნიშნებია: კურო, სასწორი, თევზები, თხის რქა

7. სასწორი

23 სექტემბრიდან 22 ოქტომბრამდე:სასწორი ითვლება ყველაზე დახვეწილ ზოდიაქოს ნიშნად. სასწორი - ძალზედ ყურადღებიანი, თბილი და მზრუნველი ზოდიაქოს ნიშანია. დახვეწილი გემოვნებითა და მგრძნობელობით. თქვენი სასიყვარულო ურთიერთობა შეიცავს გონებრივ სტიმულაციას, მოგწონთ ფლირტი, სასიყვარულო სიტყვები, სექსუალური თეთრეული და მუსიკა.

შეთავსებადი პოტენციური ზოდიაქოს ნიშნებია: ვერძი, ტყუპები, ლომი, მშვილდოსანი

8. მორიელი

23 ოქტომბერიდან 21 ნოემბრამდე: ითვლებით ვნებიანებად და სექსუალურებად. თქვენ გჭირდებათ დიდი რაოდენობით დრამა და მღელვარება სექსუალურ ცხოვრებაში და ხშირად სიამოვნებას გგვრით აქტები, რომელიც მოიცავს ძალას და კონტროლს. ხშირად ურევთ ძლიერ სექსუალურ მოთხოვნილებასა და ძლიერ ემოციებს ერთმანეთში და ამიტომ ხშირად ებრძვით საკუთარ სურვილებს.

შეთავსებადი პოტენციური ზოდიაქოს ნიშნებია: კურო, ლომი, მორიელი, თევზები

9. მშვილდოსანი

22 ნოემბრიდან 21 დეკემბრამდე: თქვენ ხართ მოხეტიალე, მაძიებელი, მომხიბლავი, მოსიყვარულე და ძალიან ყურადღებიანი მის საძინებელში. გიყვართ სპონტანურობა სექსში, რადგან მალე გბეზრდებათ პარტნიორი. თქვენ წარმოუდგენლად გიყვართ ფლირტაობა როცა ხართ უცოლო, მაგრამ დაქორწინების შემდეგაც ეძებთ თავგადასავლებს "ერთი ღამით".

შეთავსებადი პოტენციური ზოდიაქოს ნიშნებია: ლომი, ვერძი, ტყუპები, მერწყული


10. თხის რქა

22 დეკემბრიდან 19 იანვრამდე: თხის რქა მიიჩნევა ყველაზე სეექსუალურ და ამავე დროს ყველაზე მგრძნობიარე ნიშნად. რთული არაა მისი ძლიერი ლიბიდოს აღგზნება, თუმცა მისი სხეულის ყველაზე მგრძნობიარე ნაწილებია ფეხები და მუხლები. როგორც წესი, მათ სექსი აქვთ მხოლოდ იმ ადამიანთან, რომელიც გულწრფელად უყვართ. სწორედ ამიტომ, ეს ადამიანები ერთგული და საიმედო პარტნიორები არიან.

შეთავსებადი პოტენციური ზოდიაქოს ნიშნებია: კიბო, კურო, თხის რქა, ქალწული

11. მერწყული

20 იანვრიდან 18 თებერვლამდე: არატრადიციულები ხართ საწოლში. ხართ ძალიან დიდი წარმოსახვის მქონეები და ენთუზიასტები, როცა საქმე სექსს ეხება. მერწულებისთვის დამახასიათებელი თვისებებია: გიჟური ვნება და რომანტიკა.

შეთავსებადი პოტენციური ზოდიაქოს ნიშნებია: ტყუპები, მერწყული, მშვილდოსანი, ქალწული

12. თევზები

19 თებერვლიდან 20 მარტამდე: თქვენ კარგად ეწყობით ყველანაირი ტიპის ადამიანს. ხართ რომანტიული, მგრძნობიარე და მხიარული. თქვენ ფოკუსირებული ხართ იმაზე რომ სექსუალური აქტის დროს ასიამოვნოთ პარტნიორს ვიდრე თქვენ ისიამოვნოთ.
შეთავსებადი პოტენციური ზოდიაქოს ნიშნებია: მორიელი, კიბო, ქალწული, სასწორი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

OXO TV

გამოკითხვა

ყოველდღიურად რამდენ სტატიას კითხულობთ ჩვენს საიტზე?

 

რეკლამა

ჩვენი გვერდი: