აი, რომელი ზოდიაქოს ნიშანი შეგეფერებათ სწორედ თქვენ!

აი, რომელი ზოდიაქოს ნიშანი შეგეფერებათ სწორედ თქვენ!
როგორც წესი, ჩვენ მეგობრებსა და ახლობლებს მივმართავთ იდეალური წვილის საპოვნელად. მაგრამ იცით, რომ ზოდიაქოს ნიშანი - შესანიშნავი ხერხია, მეწყვილის საპოვნელად? ზოდიაქოს ნიშნები ხსნიან ჩვენს ხასიათს, ამიტომაც შესაფერისი ადამიანის პოვნა სწორედ ასტროლოგიის მეშვეობით არის ყველაზე იოლი.

ვერძი

ვერძი პატივმოყვარე, მოხერხებული და ენერგიით აღსავსეა. პიონერია აზროვნებასა და ქმედებებში, ღია ახალი იდეებისთვის, თავისუფლების მოყვარული ადამიანი.

პოტენციური მეწყვილეები: ლომი, მშვილდოსანი, ტყუპები, მერწყული.

კურო

ცივი და მობილიზებული გარეგნობის მიღმა, კურო ძალიან განსხვავდება დანარჩენი ნიშნებისგან. მას შეუძლია გამოეყოს ბრბოს და საზოგადოებრივ აზრზე მაღლა დადგეს.

პოტენციური მეწყვილეები: მორიელი, კირჩხიბი, თხის რქა, ქალწული, თევზები.

ტყუპები

ასტროლოგიაში ტყუპებს მოლაქლაქე ადამიანების რეპუტაცია დაუმკვიდრდათ. ის ტყუპები, რომლებიც ამ ნიჭს მოკლებულები არიან, შესანიშნავი მწერლები ხდებიან. სიყვარულში ირჩევენ ისეთ პარტნიორებს, რომლებიც არ ჩამორჩებიან მათ არც ფიზიკურად და არც სულიერად.

პოტენციური მეწყვილეები: მშვილდოსანი, ლომი, სასწორი, მერწყული.

კირჩხიბი

ერთის მხრივ მიმზიდველი და ექსცენტრიკული, მუდამ ეჭვის თვალით უყურებს იმას, თუ როგორ ამოიყურება იგი საზოგადოების თვალში. მისი დამცავი გარსის მიღმა რბილი, მგრძნობიარე და ნაზი არსება იმალება.

პოტენციური მეწყვილეები: მორიელი, კურო, თევზები, ქალწული.

ლომი

როგორც კი ლომი ურთიერთობაში შედის ისეთ ადამიანთან, რომელსაც ენდობა, სრულიად უძღვნის მას თავს და მისი ერთგული ხდება. ასეთ ადამიანთან ურთიერთობა რთულია, მაგრამ თუ მოახერხეთ მისი ნდობის მოპოვება, ნუ გამოსცდით ურთიერთობას. თუ ლომი ტყუილს იეჭვებს, არასოდეს დაივიწყებს წყენას.

პოტენციური მეწყვილეები: ტყუპები, სასწორი, მშვილდოსანი, ვერძი.

ქალწული

როდესაც ქალწული ბრწყინავს, არ არსებობს სხვა ნიშანი, რომელიც მის შინაგან ბრწყინვალებას შეედრება. და როდესაც ქალწულს საკუთარი ძალების სწამს, ძალიან წარმატებული და შემოქმედებითი ხდება.

პოტენციური მეწყვილეები: მორიელი, თხის რქა, კირჩხიბი, კურო.

სასწორი


ხანდახან მოულოდნელ სიყვარულს სასწორის დალაგებული ცხოვრების თავდაყირა დაყენება შეუძლია. და როდესაც მიხვდება, რომ პარტნიორთან ერთად შეუძიათ გახდნენ უკეთესები, გააფართოვონ თვალსაწიერი, უკეთესად გამოხატავს საკუთარ პიროვნებას.

პოტენციური მეწყვილეები: ტყუპები, მერწყული, მშვილდოსანი, ლომი.

მორიელი

შეიძლება წლობით იცხოვრო მორიელთან და მასზე არაფერი იცოდე. ხშირად მისი თვალები სულ სხვა გრძნობებს გადმოსცემს, სიტყვები კი საპირისპიროს ამბობენ, და რაც მთავარია, მორიელს თავისი ემოციების დამალვა შეუძლია შესანიშნავად.

პოტენციური მეწყვილეები: თევზები, ქალწული, თხის რქა, კირჩხიბი.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი თავგადასავლების მოყვარულია სიყვარულში და საერთოდ ცხოვრებაში. ის პოულობს პარტნიორს, რომელიც კვერს უკრავს ავანტიურებში, . მშვილდოსანს შეუძლია იყოს მზრუნველი და მოსიყვარულე პარტნიორი.

პოტენციური მეწყვილეები: ლომი, მერწყული, ვერძი, სასწორი.

თხის რქა

თხის რქა ფრთხილია, განსაკუთრებით პარტნიორების შერჩევაში. მაგრამ როგორც კი თავს ვინმესთან უსაფრთხოდ იგრძნობს, სიცივე ქრება და თავის ნამდვილ სახეს ანახებს.

პოტენციური მეწყვილეები: თევზები, კურო, ქალწული, მორიელი.

მერწყული

ვერავინ ეტყვის მერწყულს, როგორ იცხოვროს, რადგან ბავშვობიდანვე ძალუძს გაარკვიოს, თუ სად არის სუსტი რგოლი მოვლენებში. ის მხოლოდ საკუთარ აზრს და ინტუიციას ენდობა.

პოტენციური მეწყვილეები: სასწორი, ვერძი, ტყუპები, მშვილდოსანი.

თევზები

თევზები ინსტიქტურად ცდილობს, დაეხმაროს სხვებს და შეუძლია თავისი ამბიციები მსხვერპლად გაიღოს მათ გამო, ვისზეც ზრუნავს. თუმცა, მისი მთავარი პრობლემა - ეს გახლავთ დილემა, საკუთარ და სხვების მოთხოვნილებებს შორის.

პოტენციური მეწყვილეები: კირჩხიბი, მორიელი, თხის რქა, კურო.