ამ ელემენტს ''სიცოცხლის მეტალს'' უწოდებენ. მრავალი დაავადების მიზეზი მის დეფიციტში უნდა ვეძებოთ

ამ ელემენტს ''სიცოცხლის მეტალს'' უწოდებენ. მრავალი დაავადების მიზეზი მის დეფიციტში უნდა ვეძებოთ
მაგნიუმს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მთელი ჩვენი ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის. სწორედ ეს მინერალი თამაშობს მნიშვნელოვან როლს შემდეგ ბიოქიმიურ პროცესებში:
  1. კბილებისა და ძვლების სწორი ფორმირება;
  2. შაქრის დონის რეგულირება სისხლში;
  3. ადენოზინტრი ფოსფატის
  4. სისხლძარღვების რელაქსაცია;
  5. კუნთოვანი და ნერვული ფუნქცია.

ორგანიზმი მაგნიუმის დეფიციტმა შეიძლება მიგვიყვანოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემებამდე, კერძოდ კი უჯრედული მეტაბოლიზმის დარღვევამდე, რაც წარმოადგენს უამრავი სერიოზული პრობლემის საფუძველს: მშფოთვარება, დეპრესია, თავის ტკივილები, შაკიკი, გულ-სისძარღვთა სისტემის დაავადებები და ა.შ.

გარდა ამისა, მაგნიუმი ძალზედ მნიშვნელოვანია ორგანიზმის დეტოქსიკაციის პროცედურებისთვის, გლუტატიონის სინთეზისთვის და მიტოქონდრიის ოპტიმაზიაციისთვის, რასაც პირველხარისხოვანი მნიშვნელობა ენიჭება კიბოს პროფილაქტიკისთვის.

მაგნიუმის დეფიციტის გამომწვევი უმთავრესი მიზეზი დამუშავებული კვების პროდუქტების მიღებაა, რადგან ეს მინერალი შედის ქლოროფილის მოლეკულის შემადგენლობაში. მისი დაკარგვა შეიძლება განაპირობოს ძილის უკმარისობამაც, სხვადასხვა სამედიცინო პრეპარატების მიღებამ, სტრესმა, ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლის მიღებამ და ა.შ.

ორგანიზმში მაგნიუმის დეფიციტზე მიმათითებელი სიმპტომებია: სპაზმები, შაკიკი, დაღლილობა, სისუსტე, ღებინების შეგრძნება, მადის დაკარგვა და ა.შ.

ამ მინერალის ქრონიკულმა დეფიციტმა შეიძლება მიგვიყვანოს შემდეგ პრობლემებამდე: კიდურების კრუჩხვები და დაბუჟება, გულის ანომალური რიტმი, პიროვნების ცვლილება და ა.შ.

მუქი მწვანე შეფერილობის ბოსტნეულის მიღება - საუკეთესო გამოსავალი მოცემული პრობლემის წინააღმდეგ საბრძოლბლეად.

მაგნიუმით მდიდარი პროდუქტებია:
  • კომბოსტო;
  • ბროკოლი;
  • ისპანახი;
  • ავოკადო;
  • ხილი და კენკრა;
  • თხილეული;
  • ბალახები და სანელებლები (კვლიავი, ოხრახუში);
  • ცხიმიანი თევზი.

აუცილებლად შეიტანეთ ყოველდღიურ კვების რაციონშ ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები, რათა აირიდოთ თავიდან მაგნიუმის დეფიციტი. გისურვებთ ჯანმრთელობას!