აირჩიეთ კულონი და გაიგეთ, თუ როგორი ქალი ხართ!

ძვირფასო ქალბატონებო, თქვენს წინაშეა 6 ულამაზესი კულონბი. შეარჩიეთ ერთი, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონებათ და გაიგეთ მეტი თქვენს შესახებ.

კულონი #1

ძალიან ქალური ხართ, გიყვართ ლამაზი მაკიაჟისა და ვარცხნილობის გაკეთება. ფულს პირველ რიგში ახალ კოსმეტიკაზე დახარჯავთ და არა პროდუქტებზე. ასევე თქვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახს, მაგრამ მეტ ყურადღებას მეუღლეს უთმობთ და არა შვილებს.

კულონი #2

თქვენში შეუდარებლად თავსდება ემოციურობა და ბრწყინვალე ინტელექტი. თქვენი ცხოვრების ყოველ წამს მნიშვნელობა აქვს, და მას სხვებზე ემოციურად და რრმად აღიქვამთ. შესანიშნავად უმკლავდებით სურთულეებს, გაქვთ ორიგინალური აზროვნება და საკუთარი სტილი.

კულონი #3

ლაკონურობასა და მინიმალიზმს ირჩევთ, როგორც ტანსაცმლის სტილში, ასევე ცხოვრების წესშიც. ვერ იტანთ ზედმეტობას. ძალიან აქტიური და სიცოცხლის მოყვარული ხართ, მუდამ მოძრაობაში ხართ, ამიტომ ასაკი არასოდეს გეტყობათ.

კულონი #4

ნამდვილი ფერია ხართ! გიყვართ ხელსაქმე, ჩვეულებრივი ნივთებისგან შედევრებს ქმნით. ყველაფრის მიმართ შემოქმედებითი მიდგომა გაქვთ. ასეთ ქალზე დაქორწინებაზე ოცნებობს ნებისმიერი მამაკაცი.

კულონი #5

რკინის ნერვები და ხასიათი გაქვთ. მუდამ აფართოვებთ საკუთარ შესაძლებლობებს, გაქვთ მართვის ნიჭი. ძალიან გონებამახვილი ხართ, ხალხის მიმართ საკმაოდ მკაცრი მოთხოვნები გაქვთ. მუდამ ცხოვრებისეული გამოცდილებით ხელმძღვანელობთ.

კულონი #6

ნამდვილი დღესასწაული ხართ! თქვენი გული მუდმივად გართობას და ფუფუნებას ითხოვს. ექსტრავაგანტულ სამოსს ირჩევთ, მკვეთრ სამკაულებს. კარიერა თქვენთვის პირველ ადგილზე არ არის, მაგრამ ბოლო ადგილსაც არ ჯერდებით.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

OXO TV

გამოკითხვა

ყოველდღიურად რამდენ სტატიას კითხულობთ ჩვენს საიტზე?

 

რეკლამა

ჩვენი გვერდი: