სტომატიტისა და გინგივიტის სამკურნალო მცენარეული, შესანიშნავი სავლები საშუალებები.

სტომატიტისა და გინგივიტის სამკურნალო მცენარეული, შესანიშნავი  სავლები საშუალებები.
სტომატიტი პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებაა, შეიძლება მორჩეს რაიმე სპეციალური მკურნალობის გარეშეც, თუმცა ამ დაავადების წინააღმდეგ იმუნიტეტი არამდგრადია და უნდა ელოდოთ რეციდივს, ანუ დაავადება შეიძლება განმეორდეს.
სტომატიტის დროს ძირითადი მკურნალობა წარმოადგენს სავლებ საშუალებებს, კერძოდ ვაშლის ძმრის ( 1 ჩ/კ ძმარი 1 ჩ/ჭ ცივ, ანადუღარ წყალზე) და სხვა ანტისეპტიკური ხსნარების სავლებებს. გარდა ამისა, აუცილებელია გამოავლინოთ სტომატიტის პირველიმიზეზი და დაკავდეთ სწორედ ამ, მთავარი დაავადების მკურნალობით. ეს დაავადება შეიძლება იყოს დიფთერია, ტუბერკულოზი, კანის სხვადასხვა დაავადებები.

  • სტომატიტის დროს პირის ღრუში გამოივლეთ კალიუმპერმანგანატის სუსტი ხსნარი, ან საჭმელი სოდის ხსნარი - 1 ჩ/კ სოდა 1 ჩ/ჭ წყალზე.

  • 1 ს/კ თაფლს და 1 ს/კ გვირილას დაასხით 250 მლ მდუღარე წყალი. ეს ნაყენი გამოივლეთ პირის ღრუში.

  • გულყვითელა ფართოდ გამოიყენება პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებისას როგორც ბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო საშუალება. სტომატიტის და გინგივიტის ( ღრძილების ანთება ) დროს რეკომენდებულია პირის ღრუში წყალზე ნაყენის გამოვლება: გამოიყენება ასეთი ნაყენიც: 1 ჩ/კ ყვავილი 1 ჩ/ჭ თბილ წყალზე.

  • მაყვლის ფოთოლი და ნაყოფი გამოიყენება გინგივიტის მკურნალობისას. სავლებად 1 ს/კ ფოთოლი დააქუცმაცეთ და დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი. გამოივლეთ პირის ღრუში 5 - 6 - ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ.

  • ერთი კვერცხის გულს შეურიეთ 500 მლ 0,5 % - იანი ნოვოკაინის ხსნარი. გამოივლეთ პირის ღრუში 3 - 4 - ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ.

  • პირის ღრუს ანთებითი დაავადებებისას ძალიან სასარგებლოა კოჭა. რეკომენდებულია პირის ღრუში კოჭას გამონაწვლილის გამოვლება, სითხეს უნდა დაუმატოთ ცოტაოდენი პილპილი.

  • კაკლის ფოთლის ნაყენი: 5 გრ ფოთოლს დაასხით 1ჩ/ჭ მდუღარე წყალი. გაცივების შემდეგ გამოწურეთ და გამოივლეთ პირის ღრუში 3 - 4 - ჯერ დღეში, ყოველი ჭამის შემდეგ, 10 - 12 დღის განმავლობაში.

  • უმი კარტოფილის წვენი ძალიან სასარგებლოა პირის ღრუში გამოსავლებად გინგივიტის დროს. პირის ღრუში ეს წვენი უნდა გამოივლოთ ყოველი ჭამის შემდეგ. გამოვლების შემდეგ შეეცადეთ, რაც შეიძლება, დიდხანს არაფერი ჭამოთ და დალიოთ.

  • 1 ჩ/კ გვირილას დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი. გააჩერეთ 30 წუთის განმავლობაში, გაწურეთ. ეს ნაყენი გამოივლეთ პირის ღრუში ყოველი ჭამის შემდეგ.

სტატიის ავტორი: თ. არევაძე
სტატიის წყარო:ხალხური და საოჯახო მედიცინა