რა იწვევს სტომატიტის ხშირ წარმოქმნას და როგორი მკურნალობის ჩატარებაა საჭირო.

რა იწვევს სტომატიტის ხშირ წარმოქმნას და როგორი მკურნალობის ჩატარებაა საჭირო.
სტომატიტი პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებაა. ეს დაავადება მაშინ წარმოიქმნება, თუ დაქვეითებულია იმუნური სისტემის აქტივობა, მაღალია ვირუსული და ალერგიული ფონი. თუ სტომატიტის განვითარება სეზონური ხასიათისაა, ასეთ შემთხვევაში იგი გენეტიკური ფაქტორითაცაა განპირობებული და უფრო ძნელად იკურნება.

სტომატიტის წარმოქმნის ხელშემწყობი ფაქტორებია: პირის ღრუს ჰიგიენური ნორმების დარღვევა, მუდმივი ტრავმა (არასწორად მორგებული პროთეზი, ჩამომტვრეული კბილის გვირგვინი), ღრძილების ქრონიკული დაავადებები, გაცივება. ამიტომ, სტომატიტის პროფილაქტიკაამ ფაქტორთა თავიდან აცილებას გულისხმობს.

მწვავე სტომატიტის დროს იგი ადგილობრივად უნდა დამუშავდეს მეთილურაცილით, იოდინოლით, სოლკოსერილით, ინტერფერონით.

ძალზე ეფექტურია ლიცოზიმი, რომელიც შემდეგნაირად მზადდება:
ინგრედიენტები:
  • 1 კვერცხის ცილა
  • მარილი
  • სოდა
  • 1 ამპულა ვიტამინი B12
  • 1 ჭ წყალი

მომზადების და გამოყენების წესი:
ერთი კვერცხის ცილა უნდა ავთქვიფოთ 1 ჭიქა წყალში, დაუმატოთ ცოტა მარილი, სოდა, 1 ამპულა ვიტამინი B12. მიღებულ ხსნარში დაასველეთ ტამპონი და დაიმუშავეთ ანთებითი არე. ალერგიული ფონის მოსახსნელად ავადმყოფს ენიშნება ანტიალერგიული პრეპარატები ( ტავეგილი, სუპრასტინი) ან ადგილობრივად ჰორმონალური პრეპარატები ( პრედნიზოლინი, ჰიდროკორტიზონი). მცენარეებიდან ეფექტურია მუხის ქერქის ნაყენი.

თუ სტომატიტი გავრცელდა პირის ღრუს სხვა მიდამოებზე და გადავიდა ენაზე, ზოგჯერ ყალიბდება ნეკროზული ფორმა და ასეთ შემთხვევაში ავადმყოფი დამატებით გამოკვლევებსა და მკურნალობას საჭიროებს. სტომატიტის დროს არ უნდა მიიღოთ ანტიბიოტიკები და ალერგიული პროდუქტები ( ნიგოზი, თევზი, რძე).
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი შეკითხვა ექიმს