გასაოცარი მცენარე, რომელიც უებარი აღმოჩნდა ნაღვლის ბუშტისთვის და არა მარტო...

გასაოცარი მცენარე, რომელიც უებარი აღმოჩნდა ნაღვლის ბუშტისთვის და არა მარტო...
ჩემს მეუღლეს ძლიერი ტკივილი დაეწყო მარჯვენა ფერდქვეშ. დადგინდა, რომ დარღვეული იყო ნაღვლის გადმოსვლა ბუშტიდან ნაწლავებში. დიაგნოზი ასეთი იყო: დისკინეზია მომატებული ტონუსით. ექიმმა ურჩია მცენარეული საშუალებებით - კატაბალახათი, გვირილით, სიმინდის ფოჩით მკურნალობა. ეს მცენარეები ხსნის სპაზმებს, ამშვიდებს ორგანიზმს და ხელს უწყობს ნაღვლის ბუშტის ფუნქციონერაბას. მკურნალობამ გარკვეული შედეგი მისცა, თუმცა ბოლომდე არ უშველა. ამიტომ დავიწყეთ სხვა საშუალებების ძებნა. მივაგენით კიდეც - გასაოცარი ყოფილა მცენარე კოთხუჯი, რომლის ფესვები ბევრ დაავადებას შველის. აღმოსავლეთში მას, თურმე, სმენის, მხედველობისა და მეხსიერების აღსადგენად იყენებენ. ინდოელები მშობიარობის შემდგომი სისხლდენისას ასმევენ ქალს კოთხუჯის ნაყენს. უებარი აღმოჩნდა კოთხუჯი ნაღვლის ბუშტისთვის.

მომზადების და გამოყენების წესი:

1 ჩ/კ კოთხუჯის დანამცეცებულ ფესვს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი. დადგით 20 წუთი, გაწურეთ. სვით ნახევარ - ნახევარი ჩ/ჭ ოთხჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ექიმის კომენტარი:
კოთხუჯი დასავლეთ საქართველოს ლელიან ადგილებში გვხვდება. აქვს სქელი, ჰორიზონტალურად მდებარე ფესურა, რომელიც გარედან რუხი ან მომწვანო, შიგნიდან კი თეთრი ფერისაა. ფესურის ქვედა მხარე დაფარულია წვრილი ფესვებით, ზემოთა მხრიდან კი ამოდის სამწახნაგოვანი ღერო, რომელსაც ერთადერთი ფოთოლი და ცილინდრული, ტაროს ფორმის ყვავილედი აქვს. თითოეული ყვავილი პატარა ზომის, მომწვანო - მოყვითალო ფერისაა. ძველ ქართულ ძეგლებში ეს მცენარე გვხვდება ეგირის, ჯარკვატანას, ადხარის, აირის სახელით. მისი ნახარშით მკურნალობდნენ გველისა და მორიელის ნაკბენს.
კოთხუჯი შედიოდა პირში უსიამოვნო სუნის დროს სახმარი რთული შემადგენლობის წამლებში. იყენებდნენ თავის ტკივილის, ღვიძლის "სიმსივნური ", მუცლის ტკივილის, შარდის შეკავების დროს.
თანამედროვე ფიტოთერაპიაში ფართოდ გამოიყენება კოთხუჯი ქრონიკული გასტრიტების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, ფაღარათის, საჭმლის მონელების დარღვევის, ქოლეცისტიტის, ჰეპატიტების, შარდკენჭოვანი დაავადების დროს.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნიკარაბადინი