როგორ უყვარდება ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლებს

როგორ უყვარდება ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლებს
კაცობრიობის მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ყველანი რაღაც თანავარსკვლავედის ქვეშ დავიბადეთ. ანუ, შეგვეძლო ნორმალურად გვეცხოვრა, გვემუშავა, შეგვყვარებოდა, რომ არა ეს ვარსკვლავები.

ტყუპები

ტყუპებს გულწრფელად უყვარდებათ და სამუდამოდ. ეს ”სამუდამოს” დაახლოებით 6 თვე გრძელდება და სიყვარულის ობიექტი შეიძლება ორი იყოს. მაგრამ ეს ორივე გულწრფელად ეყვარება.

ვერძი

ვერძს მშვიდად უყვარდება, ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა თავის ფეთქებადობას სადღაც შორს მიმალავს, მშვიდად ზის მდინარის ნაპირას და მეტოქეების მცურავ გვამებს უყურებს.

ქალწული

ქალწულს უყვარდება, თითქოს ეს უკანასკნელი სიყვარული იყოს. შემდეგ თავის სატრფოს ყველაფერს უზიარებს: გულს, ხელს, მეგობრებს, შვილებს პირველი ქორწინებიდან და თავის ხაშურელ დეიდასაც. როცა ეკითხებიან” ”დეიდა რად მინდა?”, ქალწული პასუხობს, რომ ოჯახში ველაფერი გამოდგება. და თუ სატრფო უეცრად სადღაც გაქრა, 2 წელი მაინც იგლოვებს და დაელოდება მის დაბრუნებას.

სასწორი


სასწორებს უყვარდებათ ხელოვნებისადმი სიყვარულის გამო. იმიტომ რომ რომანი - ლამაზი რამაა, ლამაზი რომანი ხომ საერთოდ! სასწორი ლამაზად ასრულებს ყველაფერს და ლამაზადვე მიდის სამუდამოდ. შემდეგ ისევ ლამაზად ბრუნდება. მოკლედ, მაგარი ტვინის ჭყლეტაა.

კურო

კუროს დაუნდობლად უყვარდება. სიყვარულის ობიექტი მას უნდა ეკუთვნოდეს და მორჩა! სხვაგვარად... უმჯობესია, არ იცოდეთ. და თუ მისგან წასვლა გადაწყვიტეთ, ჯობია ეს ძალიან ჩუმად გააკეთოთ.

თხის რქა

თხის რქას რაციონალურად უყვარდება. არავითარი პეპლები მუცელში და აშ. შეუძლია ავაზასავით იჯდეს და წლობით შეისწავლოს სიყვარულის ობიექტი, შემდეგ ზუსტ ნახტომს შეასრულებს და მსხვერპლი დაგდებულია ტატამზე.

თევზები

თევზებს კლასიკურად უყვარდება, რომანების მიხედვით: აქ ყველაფერია, ვნება, ჰორმონები, დაგლეჯილი პერანგები, სიხარული, ტკივილი და სისხლი. მნიშვნელობანი მომენტი: სასიყვარულო ობიექტი მაქსიმალურად ძნელად მისაღწევი უნდა იყოს, თევზები უდნა დაიტანჯოს, სხვაგვარად არაფერი გამოვა.

ლომი

ლომს შეყვარება ეზარება. გასაგებია, რომ ეს ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, მაგრამ თანამედროვე წყობაში შეყვარებულებს თანასწორი უფლებები აქვთ და ამას კი ლომი ვერაფრით ეგუება. ცოტათი თუ დაუმთობ, შეიძლება მიგიღოს კიდეც, რაც ბევრი კარგი რამის გარანტიაა. ლომი ხომ ასეთი მაგარია!

მორიელი

მორიელს შესვენებაზე უყვარდება. გარდა ამისა, ძალიან ტექნიკურად: მსხვერპლის სწრაფად შერჩევა, გულში ზუსტი ნაჩხვლეტი და აი უკვე მსხვერპლი კრუნჩხვაში და აგონიაში ვარდება და იხვეწება: ”დამიპყარი!”. მორიელი სიამოვნებით იპყრობს და აგრძელებს ტავის გზას.

მშვილდოსანი

მშვილდოსანს ურჩევნია საერთოდ არ შეუყვარდეს. რადგან ყველაფერი ცუდად იქნება. როგორც ყოველთვის. მაგრამ მაინც თუ შეუყვარდა, მუდამ ფხიზლად იქნება: უკვე ცუდადაა? თუ ჯერ ნორმალურადაა ყველაფერი? მაგრამ თუ ამ ყველაფერს გადალახავს, სიყვარულში მას ვერავინ შეედრება.

მერწყული

მერწყულს სწორად უყვარდება. მიიჩნევს, რომ უნდა იზრუნოს თავის შეყვარებულზე. ფანტასტიური უნარი აქვს, არ ეწყინოს, თუ 40 წუთი არ ურეკავს სატრფო. და თუ დააგვიანა, ასე რეაგირებს: ”ხვალაც ბევრის აქმე გაქვს სამსახურში? მოდი, ბუტერბროდი ჭამე”. ბუტერბროდში კი მართლა ყველია გარეულიდ ა არა თაგვის წამალი.

კირჩხიბი

კირჩხიბს ფრთხილად უყვარდება. დადის წრეზე, აკვირდება, ეს ხომ არაა ის! ამ რომანის განვითარება დამოკიდებულია სიყვარულის ობიექტის მოთმინების უნარზე, მაგრამ განსაკუთრებით მომთმენებს დიდი ჯილდო ელით. კირჩხიბი მათ მთელ სამყაროს ფეხქვეშ დაუგებს.