ზოდიაქოს რომელ ნიშანს უყვარდება ყველაზე ხშირად: იხილეთ რეიტინგი

ზოდიაქოს რომელ ნიშანს უყვარდება ყველაზე ხშირად: იხილეთ რეიტინგი
გაზაფხული - სიყვარულის დროა და ყველაზე უემოციო და უგულო ადამიანიც გრძნობებით აღივსება ამ პერიოდში. ჩვენ შევადგინეთ რეიტინგი, თუ როგორ და რა სიხშირით უყვარდებათ ზოდიაქოს ნიშნებს. წაიკითხეთ და იხალისეთ.

მე-12 ადგილი - ქალწული

ქალწულებს ერთხელ და სამუდამოდ უყვარდებათ, ხშირად მთელ ცხოვრებას ერთ ადამიანთან ატარებენ. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ღალატისკენ მიდრეკილი არ არიან. ისინი მიიჩნევენ, რომ სექსი ერთია, სიყვარული კი სულ სხვა რამე.

მე-11 ადგილი - თხის რქა

ბავშვობაში თხის რქები იდეალური პარტნიორის სახებას ქმნიან გონებაში და შემდეგ მთელი ცხოვრების განმავლობაში მას ადარებენ ყველას. თუ ეს იდეალი იპოვეს, მთელ ცხოვრებას მშვიდად გაატარებენ მასთან. საინტერესოა, რომ ჯიუტი თხის რქა ამას ახერხებს ხოლმე.

მე-10 ადგილი - მორიელი

წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტია. ბევრი შეცდომით მიიჩნევს, რომ მორიელს ხშირად უყვარდება, მაგრამ ეს ასე არ არის. 2-3 ბობოქარი რომანის შემდეგ პოულობენ იმ ერთადერთს და მისი ერთგული რჩებიან სიცოცხლის ბოლომდე. ამასთან, რჩეულის ტვინის ბურღვას არასოდეს წყვეტენ და მუდამ უტარებენ ერთგულების გამოცდებს.

მე-9 ადგილი - ვერძი

ბევრს ჰგონია, რომ ვერძმა სიყვარული არ იცის, რადგან ძალიან ჯიუტი, ძლიერი და ამაყია. მაგრამ მისი ”მოტეხვა: მხოლოდ სიყვარულს შეუძლია და ამიტომაც ეშინიათ ამ გრძნობის. დიდ ხანს ფიქრობს ამ ურთიერთობის პლუსებსა და მინუსებზე და თუ პლუსები გადაწონის, გრძნობების მორევში ეშვება, თანაც სამუდამოდ.

მე-8 ადგილი - კირჩხიბი


კირჩხიბებს მშვიდი ცხოვრება უყვართ, ამიტომ სიყვარული მათ ერთის მხრივ აშინებთ. მიიჩნევენ, რომ გრძნობები მათ სიმყუდროვეს დაურღვევს. ნმეორეს მხრივ, კირჩხიბი ბავშვობიდანვე ოცნებობს ოჯახზე და შვილებზე, ამიტომ ყოველ შემხვედრში თავის პოტენციურ მეწყვილეს ხედავს და უყვარდება. მოკლედ, კიდეც უნდა და კიდევაც ეშინია...

მე-7 ადგილი - კურო


კუროს ხშირად უყვარდება, მაგრამ თავისთვის. ამის თაობაზე სიყვარულის ობიექტმა ხშირად არც კი იცის. მას სიამოვნებს ეიფორია, პეპლები მუცელში და არც თუ ისე მნიშვნელოვანია პაემნები, ურთიერთობა და თანაცხოვრება. ერთგვარი თავისუფალი მხატვარია.

მე-6 ადგილი - მერწყული

მერწყული უკიდურესობებით ცხოვრობს. შეიძლება პირველი შემხვედრი შეუყვარდეს სიცოცხლის ბოლომდე, ან წლები არჩიოს ”მსხვერპლი” იმის შიშით, რაიმე არ შეეშალოს. მოკლედ, თავადაც არ იცის, როდის რა გადაურტიალდება თავში.

მე-5 ადგილი - თევზები


თევზებს უსიყვარულოდ არ შეუძლიათ, მათთვის დიდად მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის მათი სიყვარულის ობიექტი, მთავარია - იყოს. თუნდაც არ იყოს, ამაზეც არ დარდობენ, რადგან მდიდარი ფანტაზიის წყალობით თავადვე გამოიგონებენ და ეტყფობიან ამ სახებას.

მე-4 ადგილი - ლომი


მედიდური ლომები ყველას უყვარდება, აი თავად კი იშვიათად არიან შეყვარებული, უბრალოდ, სხვებს აძლევენ ამის უფლებას. არა, ლომებსაც კი უყვარდებათ, მაგრამ ერთი, 2, 3 დღით, სანამ ინტერესი არ გაუქრებათ.

მე-3 ადგილი - სასწორი


სასწორებმა თავად არ იციან, რა სურთ, თუ ვინმე მათ გრძნობას უპასუხებს, მალევე კარგავენ ინტერესს. ახალ სამიზნეზე რომ გადაერთვებიან, ანალოგიური ისტორია ხდება. მოკლედ, ასე უსასრულობამდე...

მე-2 ადგილი - ტყუპები

ტყუპებს ელვის სისწრაფით და სამუდამოდ უყვარდებათ. დაახლოებით თვეში ერთხელ. საინტერესოა, რომ თავადვე მიიჩნევენ, რომ სწორედ ეს ადამიანია ის, ვინც სჭირდებათ, მაგრამ მათი მოსაზრება მალევე იცვლება და სრულიად სხვა ადამიანი უყვარდებათ მოულოდნელად.

1-ლი ადგილი - მშვილდოსანი

პირველ ადგილზე მშვილდოსანია, რადგან ვერ არსებობენ უსიყვარულოდ. ცხოვრებას მათთვის აზრი არ აქვს გრძნობების გარეშე. სიყვარული კი უგონო და უკიდეგანო იციან, მაგრამ როცა ჰორმონების შესუსტებას გრძნობენ, უმალვე ახალ ადამიანზე გადაერთვებიან. საოცარია, როგორ ახერხებენ საერთოდ დაქორწინებას...