არანაირი მედიკამენტები! ამ ხალხური საშუალებებით მარტივად შეძლებთ მაღალი ტემპერატურის დაწევას!

არანაირი მედიკამენტები! ამ ხალხური საშუალებებით მარტივად შეძლებთ მაღალი ტემპერატურის დაწევას!
უნდა გახსოვდეთ, რომ მიკრობებისა და ვირუსების უმრავლესობა მრავლდება 36,5 გრადუს ტემპერატურაზე, ხოლო 38, 5ტემპერატურის დროს უვნებელი ხდება. მაღალი ტემპერატურა მათ აქტივობას და ტოქსიურობას აქვეითებს, ამასთანავე ხელს უწყობს ანტისხეულების დამცველის გამომუშავებას. ამიტომ ტემპერატურის დაწევას კი არ უნდა შეუწყოთ ხელი, არამედ საკუთარ იმუნურ სისტემას.

მაღალი ტემპერატურის დროს:
  • მსხვილ სახეხზე გახეხილ ორ კარტოფილს დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ძმარი. მიღებული მასა მოათავსეთ ორფენად დაკეცილ მარლაზე ან ნაჭერზე ( ნაჭერი უმჯობესია განიერი იყოს, რომ მასში კარტოფილის მასა შეახვიოთ). გამზადებული კომპრესი დაადეთ ავადმყოფს შუბლზე. რამდენიმე ხნის შემდეგ გამოუცვალეთ ახლად შემზადებული მასით. მაღალი ტემპერატურა 1 საათში დაიწევს. ასეთივე სახის კომპრესი შეგიძლიათ გამოიყენოთ ანგინის დროს, ამ შემთხვევაში იგი დაადეთ ავადმყოფს ყელის არეში და გარედან მოახვიეთ ყელსახვევი.

  • მაღალი ტემპერატურა მალე დაიწევს, თუ ავადმყოფს დაზელთ ძმრისა და ზეთის თანაბარი ნარევით, ჩააცმევთ ამავე ნარევში დასველებულ წინდებს და შუბლზე დაადებთ ნარევში დასველებულ ნაჭერს. კარგად შეაზილეთ ნარევი ხელისა და ფეხის გულების არეში, საფეთქლის ორთავე მხარეს.

  • გაცივებისთანავე გაიკეთეთ ფეხის აბაზანა მდგოვიანი თბილი წყლით. ოფლის მოსადენად დალიეთ ჩაი ჟოლოთი, თაფლითა და ლიმონით, ცაცხვის ჩაი და სხვა. იდეალურია აბანო. შხაპი და აბაზანა ჩამობანს სხეულიდან ყველაფერს, რასაც ოფლი გამოიტანს. თუ ტემპერატურამ 39, 5 გრადუსამდე მიაღწია, მაშინ, რა თქმა უნდა მიიღეთ ტემპერატურის დამწევი საშუალება და ექიმსაც მიმართეთ.

სტატიის ავტორი: მერი კაიკაციშვილი
სტატიის წყარო:მკურნალობა ოჯახურ პირობებში და ექიმის რჩევები