თუ ამ 15 სიმპტომიდან რომელიმე გეცნობათ, ესეიგი თქვენს ორგანიზმს ობი ანგრევს

თუ ამ 15 სიმპტომიდან რომელიმე გეცნობათ, ესეიგი თქვენს ორგანიზმს ობი ანგრევს
ობი - გახლავთ სოკო, რომელიც ვითარდება მრავალუჯრედიანი ფილამენტების სახით. ობი ვრცელდება და ქმნის პატარა სპორებს, რომლებიც ჰაერში დაფრინავს და უხილავია.

ობის სპორები ბიოსფეროში ვრცელდება და სახლებსა თუ სამუშაო ადგილებში მტვრის ნაწილია. იზრდება სააბაზანოებში, ოთახებში, რომლებიც არ ნიავდება და წყლით დაზიანებულ შენობებში.

ობის სპორები ეკრობა ფეხსაცმელს, ტანსაცმელს, ავეჯს, ხალიჩებს, წიგნებს, ქაღალდს და შინაურ ცხოველებსაც კი. ობი გამოიმუშავებს მიკოტოქსინებს, ტოქსიკურ ქიმიურ ნივთიერებას, რომელიც ხელს უშლის ცილის სინთეზს, აზიანებს მაკროფაბეგის სისტემას, ამაღლებს ბაქტერიალური ენდოტოქსინებისადმი მგრძნობელობას.

ობის ადამიანზე მეტისმეტი ზემოქმედება საზიანოა ჯანმრთელობისთვის. ექიმების უმეტესობა არასოდეს დაუსვამს ობის მიერ გამოწვეული დაავადების დიაგნოზს, რადგან ტრადიციულ მედიცინას სწამს, რომ ობის ზემოქმედება დიდ რისკს არ წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის.
15 ნიშანი იმისა, რომ ობი ანგრევს ორგანიზმს:

სიმპტომები:

  1. მეხსიერების პრობლემები, გონების დაბინდვა
  2. მუდმივი დაღლილობა
  3. კუნთის სპაზმები და სახსრების ტკივილი
  4. გაშეშება და ჩხვლეტის შეგრძნება სხეულში
  5. ხშირი თავის ტკივილები
  6. მგრძნობელობა შუქის მიმართ, თვალების სიწითლე, მხედველობის დაბინდვა
  7. სინუსური ინფექცია, ხველა, უჰაერობა
  8. თავბრუსხვევა
  9. მუცლის ტკივილი, გულისრევა, ხშირი დიარეა
  10. რკინის გემო პირში
  11. წონაში უეცარი მატება
  12. მუდმივი წყურვილის გრძნობა
  13. ხშირი შარდვა
  14. სტატიკური დარტყმები
  15. ოფლიანობა (განსაკუთრებით ღამით)


ობის ტოქსიკურობა ქრონიკული ანთების რეაქციის სინდრომის (CIRS) ნაწილია. რიჩი შუმეიკერი, 8 წიგნის ავტორი, CIRS განსაზღვრავს, როგორც მწვავე და ქრონიკულ სისტემურ ანთებით პროცესს, რომელიც რეზიდენტული ტოქსიკური ორგანიზმების შედეგად წარმოიშობა წყლით დაზიანებული შენობის შიდა სფეროში.

შუმეიკერის თქმით, მსოფლიოს მოსახლეობის 24% გენეტიკურად მიდრეკილია ობის ტოქსიკურობისადმი, და ობის დააბადებების 95% ამ ქვეჯგუფში ხდებ. ის ხსნის, რომ ობისადმი გენეტიკურად მგრძნობიარე ადამიანები ვერ ცნობენ სპეციფიკურ ტოქსინებს (მაგალითად ობს) როგორც ტოქსინებს, შედეგად კი ტოქსინები მათ სხეულში რეცირკულირდება. ეს კი ქრონიკული ანთებების მდგომარეობას იწვევს, რომელიც სასწრაფო ადექვატურ მკურნალობას საჭიროებს. თუ CIRS არ იკურნება, ანთებითი რეაქცია და შემდგომი სიმპტომები წლების განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს.

იხილეთ ვიდეო: